ჩაბარების ვადა:

26 ივნისი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T22823 - ფასთა გამოკითხვა ხე მცენარეების კაფვის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს არ ემ ჯი გოლდი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ხე მცენარეების კაფვის სამუშაოებზე.

  • ომსახურების საგანი - ხე მცენარეების კაფვის სამუშაოებზე
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 26.06.2024, 18:00 საათი
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ მომსახურების შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული, ინგლისური ან რუსული.
  • ომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება, გარდა ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი დოკუმენტებისა, უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • სამუშაოების დეტალური განფასება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • მომსახურების განხორციელების ვადები;
  • ინფორმაცია ანალოგიურ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.

ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1

კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროცედურული საკითხები
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
+995 595 30 00 16

ტენდერის კატეგორია:

  • 77300000 მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები