26 ივნისი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT22824 - ტენდერი უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 26 ივნისი 2024 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს “ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფილიალის (ქ. თელავი, ალაზნის გამზ. #43) უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟზე,  ფასების ცხრილის და სპეციფიკაციის (დანართი N1)  და ნახაზი 1, ნახაზი 2, ნახაზი 3-ის მიხედვით.
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
 - საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
 - განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
 - ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
 - კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
 - ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
 - ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
 - ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - რეკვიზიტები;
 - საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
 
შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
საქონლის მიწოდება/მონტაჟი უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: (ქ. თელავი, ალაზნის გამზ. #43);
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
 - ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
 - ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
 
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
 - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
 - გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
 
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 26 ივნისი, 17:00 საათი;
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლიასატენდერო კომისიის აპარატში: 
შესყიდვების მენეჯერი 
შორენა თავაძე 
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
 მობ: 595 901 200
ტენდერის კატეგორია:
- 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები
 - 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
 - 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
 - 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
 - 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
 - 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
 - 38300000 საზომი ხელსაწყოები
 - 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები