ჩაბარების ვადა:

28 ივნისი 2024, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T22849 - ტენდერი სეპარაციის მასალის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს„კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა სახის სეპარაციული მასალის რეალიზაციაზე. გთხოვთ, იხილოთ გასაყიდი მასალის ჩამონათვალი და წინა წლის სტატისტიკის მიხედევით სავარაუდო რაოდენობა:

  • ხის მასალა (შეშა,ხის დეტალი) – 426.65 ტ
  • ხის ძელი - 87.7 ³

ტენდერის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ფასი წარმოადგინონ ლარში. პრეტენდენტი კომპანიები, რომლებიც ფასთა გამოკითხვის მეორე რაუნდის განხორციელებისას დააფიქსირებენ ყველაზე მაღალ ფასს იქნებიან გამარჯვებულები და გაფორმდება ერთი ხელშეკრულება, რომელიც ყველა პოზიციის მომცველი იქნება.

სარეალიზაციო საქონლის ლოკაცია - ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორია - „გეზი’’(მის.: ჯავახიშვილის #32, 4400, ფოთი, საქართველო).

1. სატენდერო დოკუმენტაცია:

თანდართული ფაილის სახით გთხოვთ იხილოთ, გაეცნოთ და მონაწილეობის შემთხვევაში ხელმოწერილი სახით ატვირთოთ ხელშეკრულება კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე;

2. სატენდერო შემოთავაზება:

  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარმოდგენის მიზნით უნდა შეავსოს სატენდერო წინადადების ფორმაში მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სეპარაციის მასალის დახარისხება/დატვირთვა შესაბამისი მოცულობის ტრანსპორტზე უნდა მოახდინოს მყიდველმა თავისი მუშა ხელის მეშვეობით (მაქსიმუმ 2-3 მუშა) და ტრანსპორტის გამოყოფაც უნდა მოხდეს მყიდველის მხრიდან.  

3. აუცილებელი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 3-სამწლიანი გამოცდილება მსგავსი ან სხვა საქმიანობის წარმოებაზე.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უკანასკნელი 2 წლის ფინანსური უწყისები (მოგება ზარალის უწყისი/ფულადი ნაკადების უწყისი).
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების წარმოების მეთოდოლოგია.

4. ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - nino.shonia@apmterminals.com

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა - 28.06.2024

ტენდერთან დაკავშირებული საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ:

ნინო შონია
მობილური: (+995) 599 88 75 46
ელ.ფოსტა nino.shonia@apmterminals.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები