ჩაბარების ვადა:

23 მარტი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2287 - ტენდერი ქ. ზუგდიდში ონკოლოგიური სკრინინგ ცენტრის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

არასამთავრობო ორგანიზაცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ რომ მზად არის შეისყიდოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ქ. ზუგდიდში ონკოლოგიური სკრინინგ ცენტრის მშენებლობისთვის.

სატენდერო კონკურსის პირველი ეტაპისთვის დაინტერესებულმა პირებმა/ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შევსებული სატიტულო ფურცელი (დანართი 1)
  • ხარჯთაღრიცხვა (დანართი 4)
  • შევსებული კვალიფიკაციისა და სხვა ფაქტების დადასტურების ფორმები (დანართი 2)
  • ხელმოწერილი კონტრაქტი (დანართი 3)
  • განაცხადი წარმოდგენილი გვერდების რაოდენობის შესახებ.

სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოეთხოვებათ მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ პირებს/ორგანიზაციებს.

სატენდერო დოკუმენტაცია და სატენდერო განაცხადის სრული ფორმა იხილეთ ქვემოთ მითითებული ლინკის მეშვეობით.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 23 მარტი 16:00 საათამდე. გაითვალისწინეთ რომ წინადადება ითვლება ჩაბარებულად იმ მომენტისთვის როცა იგი მიიღო დამკვეთმა შემდეგ იურიდიულ მისამართზე: დრტკილოვის ქ. 522/11, 109 00 პრაღა 10, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა.

წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნას წერილობითი ფორმით და გაუმჭვირვალი დალუქული კონვერტით, დაკვეთის სახელწოდებით ჩეხურ ენაზე, აღნიშვნით «Neotevírat před koncem lhůty pro podání nabídek» (არ იქნას გახსნილი წინადადებების წარდგენის ვადის გასვლამდე) ჩეხურ ენაზე, იმ მიმწოდებლის და მისი საკონტაქტო მონაცემების მითითებით, რომლის მიერაც წარდგენილია წინადადება.

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.vhodne-uverejneni.cz/index.php?m=xenorders&h=order&a=detaildocumentsandimages&rwr=vybudovani-onkologickeho-screeningoveho-centra-v-zugdidi-gruzie 

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები