
2 ივლისი 2024, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT22874 - ტენდერი TP7-D ტიპის ელექტრონული თერმომეტრების შესყიდვასა და მოწოდებაზე
- გამომცხადებელი: ბათუმის ნავთობტერმინალი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 ივლისი 2024 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს ტენდერს TP7-D ტიპის ელექტრონული თერმომეტრების შესყიდვასა ა მოწოდებაზე.
მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
შესყიდვის დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:
- ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შესყიდვაში მონაწილეობის განაცხადი
- ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს პოტენციური მიმწოდებლის ყველა ფაქტობრივ ხარჯს, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული საქონლის, სამუშაოების და მომსახურების საბოლოო ფასს, მათ შორის თანმხლები მომსახურების ღირებულებას;
- ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული „ტექნიკური დავალება“
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ასლი (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს
- მიერ შესყიდვის განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
- ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შესყიდვის განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
- ცნობა დავალიანების არქონის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შესყიდვის განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
საქონლის/სამუშაოს/მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, მახასიათებლები და სხვა მოთხოვნები მოცემულია ამ დოკუმენტაციის დანართში No1 (ტექნიკური დავალება).
ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე.
გამოცხადების თარიღი: 25.06.2024 წ.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 02.07.2024 წ. / 12:00 სთ
ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას.
პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.
პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: http://www.batumioilterminal.com
ტენდერის კატეგორია:
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
- 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები
გამარჯობა. ელექტრონული ფოსტით თუ შეიძლება წინადადების გაგზავნა? თუ კი, მაშინ ელექტრონული ფოსტის რა მისამართზე უნდა გამოგიგზავნოთ?
მოგესალმებით. ამ ეტაპზე არ ხდება წინადადების ელექტრონული ფოსტით წარდგენა. წინადადება უნდა წარმოადგინოთ დახურული კონვერტით სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართზე.