3 ივლისი 2024, 17:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T22892 - აუქციონი Cisco -ს ქსელური აპარატურის შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: რევერსული
 - ფასის კლების ბიჯი: 100.00 ₾
 - მონაწილეობის დაწყება: 27 ივნისი 2024 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 3 ივლისი 2024 დრო 17:00
 
აუქციონის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს აუქციონს Cisco -ს ქსელური აპარატურის შესყიდვაზე, ფასების ცხრილის და სპეციფიკაციების (დანართი #1, დანართი #2) მიხედვით.
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
 - საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
 - განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 (სამი) წელიწადია დაფუძნებული;
 - ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
 - კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
 - ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
 - ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
 - ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - რეკვიზიტები;
 - საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
 
შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #74, ბანკის სათავო ოფისი.
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
 - ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
 - ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
 
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
 - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
 - გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
 
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 03 ივლისი, 17:00 საათი;
აღნიშნული მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
დამატებითი პირობები!
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF) ;
 - პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის სრული ტექნიკური მახასიათებლები;
 - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის მინიმუმ ორი ავტორიზებული სერვის ცენტრის არსებობის შესახებ საქართველოში;
 - სისტემის აპარატურული და პროგრამული კომპონენტები უნდა იყოს ერთი და იგივე მწარმოებლის;
 - მოწოდებული საქონელი (მისი ყველა კომპონენტი) უნდა იყოს ახალი (არ უნდა იყოს მეორადი გამოყენების);
 - პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ მინიმუმ 2 (ორი) სერტიფიცირებული, სახელმწიფო ენაზე მოსაუბრე ინჟინერი, რომელიც აკრედიტებული იქნება შემოთავაზებული სისტემის ინსტალაციაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენილი უნდა იქნას სერტიფიკატის ასლი და ცნობა დამსაქმებელი კომპანიიდან;
 - პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) პროექტი შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით;
 - პრეტენდენტს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს კონცეფციის მტკიცებულება (POC) მოთხოვნისამებრ.
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 3 ივლისი, 17:00 საათი;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი
 - ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
 - ფასის კლების ბიჯი: 100 ლარი;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი 
შორენა თავაძე 
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები