ჩაბარების ვადა:

14 მარტი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2290 - ტენდერი არტეზიული ჭაბურღილის წყლის გამწმენდი დანადგარების მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ავერსის კლინიკა” აცხადებს ტენდერს ქ. მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე არტეზიული ჭაბურღილის წყლის გამწმენდი დანადგარების მოწყობის მიზნით.

არტეზიული ჭაბურღილი მდებარეობს შპს “ავერსის კლინიკა“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე შენობების გვერდით (5 მეტრის მოშორებით).
რეზერვუარი და საქაჩი ტუმბოები განთავსდება დამხმარე შენობის სახურავზე (საჭიროების შემთხვევაში უნდა მოეწყოს მარტივი კონსტრუქციის ოთახი სენდვიჩპანელებით, რეზერვუარისა და ტუმბოებზე გარემო ატმოსფერული ზემოქმედებისაგან დასაცავად, ასევე თბოიზოლაციისთვის).
არტეზიული ჭაბურღილის წყლის გამწმენდი დანადგარების მოწყობითი სამუშაოები მოიცავს წყლის გაფილტვრასა და სისტემაში ჩართვას ძირითად შენობასთან. მოსაწყობია ავტომატური წყლის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქიდან შემომავალი წყლისა და ჭაბურღილიდან მოდინებული წყლის რეგულირებას ძირითად რეზერვუარში, რომლის ტევადობაც შეადგენს 8000 ლიტრს.
არტეზიული ჭაბურღილის წყლის დებეტი შეადგენს 2400 ლიტრს საათში.

სატენდერო განცხადებას თან ერთვის:

  • ბიოლოგიური ანალიზის პასუხი
  • ქიმიური ანალიზის პასუხი
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი - დანართი №1;
  • აფიდავიტი - დანართი #2;

შენიშვნა: გამომუშავებული სუფთა წყალი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #58 დადგენილებას, სასმელის წლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის www.etenders.ge –ს საშუალებით 2017 წლის 14 მარტს, 15:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია/საბუთები: 

  • ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც უნდა იშიფრებოდეს ხელფასისა და მასალის ღირებულება (დარიცხვების გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი)
  • ექსპლუატაციის ხარჯი (დეტალური ინფორმაცია - ფილტრების, ელ. ენერგიისა და გამწმენდი საშუალებების ხარჯი 1 წლის გაანგარიშებით);
  • სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;
  • საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები;
  • სამუშაოების შესრულების ვადა, გრაფიკი;
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

პრეტედენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით სამუშაოთა საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული ან/და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, დამკვეთთან შეთანხმებული/მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

შენიშვნა: დამკვეთს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადების 10 დღითა და მეტით დარღვევის შემთხვევაში.

დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი. 

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს.
შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო ღირებულება. 

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან:

  • ილია გველესიანი, შპს „ავერსის კლინიკა“, სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველი, ტელ: 591402442, ელ ფოსტა: ilia.gvelesiani@aversi.ge 
  • გიორგი ფაციაშვილი, შპს „ავერსის კლინიკა“, სამეურნეო სამსახურის უფროსი, ტელ: 577274744, ელ.ფოსტა: giorgi.patsiashvili@aversi.ge 
  • მარიამ გამხიტაშვილი, შპს „ავერსის კლინიკა“, იურისტი, ტელ: 558101330, ელ ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები