ჩაბარების ვადა:

12 ივლისი 2024, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T22909 - ტენდერი GWP -ს აბონენტებისათვის წყალი/წყალარინების გაყვანილობის სადგარიდან ბინამდე მიყვანის მომსახურების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 8 ივლისი 2024 დრო: 12:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს GWP -ს აბონენტებისათვის წყალი/წყალარინების გაყვანილობის სადგარიდან ბინამდე მიყვანის მომსახურების შესყიდვისათვის.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

მომსახურების სრული აღწერა მოცემულია დანართი N2-ში, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები. 

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N2-ში მოცემული დავალების შესაბამისად, ამავე დავალებაში მოცემული 37-ვე დავალებისათვის ( თითოეული დავალებისათვის ცალ ცალკე). განფასება უნდა მომზადდეს თითოეულ ობიექტზე სიტუაციის შესწავლის შემდეგ.

1.4 მომსახურების/სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა:

მომსახურების ხელშეკრულების ვადა შეადგენს 1 წელს, რომლის ფარგლებში შესმრულებელს პერიოდულად/ეტაპობრივად შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა მსგავსი სამუშაოები შესასრულებლად. დანართ N 2 ში მოცემული დავალებების შესრულების ვადა კი შეადგენს თითო დავალებისათვის 10 სამუშაო დღეს.  

1.5 სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს შესაბამისი დავალების შესაბამის ადგილას და მისამართზე. 

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.7 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან  და მომსახურების ინვოისის წარმოდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა დანართ N 2 ში მოცემული მოთხოვნების შესაბამისი);
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი ( დეტალურად);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად; სასურველია პრეტენდენტს გააჩნდეს მინიმუმ სამი მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება, რომლის შესახებ იფნორმაცია დეტალურად უნდა იქნას წარდგენილი ( დამკვეთი, შესასრულებელი სამუშაოს ჯამური ღირებულება, შესრულების პერიოდი და ვადა და სხვ.)
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ; 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.9 ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასა და შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს (GWP),  შორის გაფორმდება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებები ინდივიდუალურად, წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  •  შემსყიდველი უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.10 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
     - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე. 

შემსყიდველი გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 12 ივლისი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 599 505 067

საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1146); 555 68 93 98

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

contract contract
GWP დანართი 1 Version 2024 03 13 მომსახურების (მშენებლობა-მონტაჟი-რემონტი, გარდა ქსელებისა) ხელშეკრულება ზოგადი პირობები GWP დანართი 1 Version 2024 03 13 მომსახურების (მშენებლობა-მონტაჟი-რემონტი, გარდა ქსელებისა) ხელშეკრულება ზოგადი პირობები
GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება -1 GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება -1
GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
GWP დანართი 3 შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა-1 GWP დანართი 3 შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა-1
GWP დანართი 3 შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა GWP დანართი 3 შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა
NDA DECLARATION GEO NDA DECLARATION GEO
დანართი 2ტექნიკური დავალება-27 06 2024 დანართი 2ტექნიკური დავალება-27 06 2024
სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 ივლისი 2024 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა