ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T22918 - ტენდერი ძრავის ზეთების და ანტიფრიზის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ცხადდება ტენდერი შემდეგი დასახელების პრემიუმ ხარისიხის ძრავის ზეთების და ანტიფრიზის შესყიდვაზე დიზელ-გენერატორებისთვის:

  • ძრავის ზეთი 10W40 – 4500 ლიტრი
  • ძრავის ზეთი 10W40/LONG LIFE – 3500 ლიტრი
  • ძრავის ზეთი 15W40 – 2500 ლიტრი
  • ძრავის ზეთი 15W40/LONG LIFE – 1500 ცალი
  • ანტიფრიზი (მწვანე ფერის, 70-75%-იანი კონცენტრანტი) - 2500 ლიტრი
  • გამოხდილი წყალი - 2500 ლიტრი

წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის  დღგ-ს ჩათლით და შემოთავაზებული ფასები ერთნაირი უნდა იყოს ყველა ქალაქში. მოთხოვნილი რაოდენობის შესყიდვა მოხდება ეტაპობრივად (სილქნეტის მხრიდან მოთხოვნის შესაბამისად) ერთი წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროდუქციის შესყიდვა უნდა განხორციელდეს მომწოდებლის საწყობიდან/მაღაზიიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, უმეტესწილად შემდეგ ქალაქებში: თბილისი, თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე და ახალქალაქი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება,  საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2024 წლის 10 ივლისის ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერის ნომერი: 2024/16
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024  წლის 10 ივლისის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის).

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

ს.ს. ,,სილქნეტი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
ს.ს. ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: მიხეილ იაშაღაშვილი
ტელეფონი: +995 593 903233
E-mail:  tenders@silknet.com; miashaghashvili@silknet.com;
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7

ტენდერის კატეგორია:

  • 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები
  • 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები