ჩაბარების ვადა:

8 ივლისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T22933 - ტენდერი 2 ერთეული ,,Eaton 93PM UPS“  UPS – ის მოწოდება-მონტაჟზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 2 ივლისი 2024 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს. საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს  2 ერთეული ,,Eaton 93PM UPS“  UPS – ის მოწოდება-მონტაჟზე.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან/დაკვეთიდან  30 კალენდარული დღის ვადაში;
  • მიწოდების მისამართი: ი.გაგარინის 29ა (საქართველოს ბანკის სათაო ოფისი)
  • ალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ანალოგიური გამოცდილება. (რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში,შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.)
  • UPS - ის მონტაჟი უნდა მოხდეს სერთიფიცირებული პირის მიერ.
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
  • შემოთავაზებულ აგრეგატს უნდა გააჩნდეს ქარხნული გარანტია არანაკლებ 2 წელი.
  • საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წელიწადში ორჯერ ჩაუტაროს აგრეგატს გეგმიური სერვისი.

 წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შემოთავაზებული საქონლის ღირებულება (ინვოისის სახით);
  • ბოლო 3 წელში შესრულებული სულ მცირე 2 კონტრაქტი რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული ბრენდის UPS-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციას;
  • მწარმოებლის ავტორიზაცია: შემოთავაზებული ბრენდების მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაცია (MAF);
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს. 
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი. 
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა. 

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 8 ივლისი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი ლომთაძე
ტელ: 579 15 67 96
ელ.ფოსტა: glomtadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 ივლისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა