
8 ივლისი 2024, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T22945 - ტენდერი გენერატორების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ელ.ტენდერს გენერატორების შესყიდვაზე ორ ლოტად, ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი #1) შესაბამისად.
- პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ-ერთ ლოტშიც;
- ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
აუცილებელი მოთხოვნები!
- ïტენდერში შემოთავაზებულ მოდელს აღჭურვილი უნდა იყოს PERKINS-ის ბრენდის ძრავით (წარმოშობის სერტიფიკატით);
- ïგანიხილება მხოლოდ ის შემოთავაზებული მოდელები, რომლებიც აღჭურვილია შემდეგი ბრენდების ალტერნატორით: MECC ALTE, CROMPTON GREAVES, LEROY-SOMER, STAMFORD.
- ïმართვის პანელში განიხილება მხოლოდ თურქული datakom d500 ან სხვა ევროპული წარმოშობის ალტერნატივა;
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი :
- სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
4.1. საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს აეროპორტის მიმდინარე სასაწყობე ფართი;
შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
6. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
საყურადღებო ინფორმაცია!
- პორტატული გენერატორი უნდა იყოს გასაგორებელი (გორგოლაჭებზე);
- ნომინალური სიმძლავრე 15 კვა (ფაზა ნული) გენერატორზე არ უნდა იყოს 14 კილოვატზე ნაკლები;
- ნომინალური სიმძლავრე 12 კვა გენერატორზე არ უნდა იყოს 11 კილოვატზე ნაკლები;
- აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს სრულყოფილად შევსებული ტექნიკური ფაილების როგორც ხელმოწერილი PDF , ასევე exel ვერსიები.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 8 ივლისი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია:
შესყიდვების მენეჯერი
გიორგი მდივნიშვილი
მობ: 551 888 398,
ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@lb.ge
# | დასახელება | ანალოგი | განზომ. ერთეული | რაოდენობა |
---|---|---|---|---|
{{ price.name }} |
|
|||
მონაწილე ვალდებულია შეთავაზება გააკეთოს ყველა პოზიციაზე
მონაწილეს შეუძლია შეთავაზება გააკეთოს სასურველ პოზიციებზე
|
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები