ჩაბარების ვადა:

11 ივლისი 2024, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T22985 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 4 ივლისი 2024 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვის თაობაზე:

აღნიშნული ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა შემდეგი თარიღიდან: 2024 წლის 1 აგვისტო.

ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლიდერი მაღაზიათა ქსელი ალტა დაარსდა 1997 წელს. ის დღეისათვის აერთიანებს 16 საცალო მაღაზიას საქართველოს 7 ქალაქში, ასევე კორპორატიულ, სადილერო გაყიდვებსა და ონლაინ მაღაზიას www.alta.ge

კომპანია არის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორი, როგორიცაა: Apple, Samsung, Lenovo, Asus, Sony, DeLonghi, TCL, Honor, AEG, Electrolux, Philips, Panasonic, Canon და სხვა 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი.

ალტა უკვე 27 წელია რაც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეისათვის ის ბაზრის ლიდერია. კომპანიის მიზანია მომხმარებელს მუდმივად შეთავაზოს სიახლეები და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ). თითოეული ტიპისი საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათებით, რინგებით და ტალონებით მომსახურების სერვისი.

1 წლის მანძილზე შესაძენი საწვავის საპროგნოზო რაოდენობები:

საწვავის ტიპი ლიტრი წლის განმავლობაში
ევრო დიზელი 135 000
ბენზინი პრემიუმი 48 000


მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:

  • ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილებისდამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოსშემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელისერთიფიკატები;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალს, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ბენზინ-გასამართი სადგურების ფართო ქსელი თბილისში და რეგიონებში; გთხოვთ წარმოადგინოთლოკაციების მიხედვით ზუსტი მისამართები.
  • პრედენტენტმა უნდა წარადგინოს 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით, თვეების მიხედვით ჩაშლილად, გამოცხადებული ფასების ცხრილი თითოეულ საწვავის ტიპზე.
  • ბენზინ-გასამართ სადგურებზე ჩიპით (რინგი) მომსახურების სერვისი.
  • ჩიპების ავტომობილებზე მონტაჟის სერვისი ადგილზე მომსახურებით
  • რინგები და ბარათები უნდა იმართებოდეს შესაბამისი პროგრამით, რომლის ადმინისტრატორიუნდა იყოს შემსყიდველი კომპანიის წარმომადგენელი
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღებისთარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

სატენდერო პროცედურები და ვადები:

სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭიროდოკუმენტაციას.

  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება სატენდერო კომიტეტისმიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპსალტა“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსკონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესშიდა საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზეwww.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდ აიქნას www.tenders.ge- პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა2024 წლის 11 ივლისი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

 საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტაt.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11



ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 ივლისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა