8 ივლისი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T22988 - ტენდერი Calico Enterprise-ს ლიცენზიის განახლებაზე
            
        
        - გამომცხადებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 4 ივლისი 2024 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 8 ივლისი 2024 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ პრეტენდენტებს სთავაზობს მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში: ლიცენზიების შესყიდვაზე.
შერჩეულ პრეტენდენტ / ებ / თან გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ -ის მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.
შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2024 წლის 1 ივლისის
 - საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
 - საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.
 - ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება - 03 ივლისი 2024 წელი
- სატენდერო წინადადებების მიღება - 8 ივლისი 2024 წელი
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 12 ივლისი
- ხელშეკრულების გაფორმება - 15 ივლისი 2024 წელი 
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“ .
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
წესები და კითხვები:
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში.
 - ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად: ლოტი 1: ლიცენზიები.
 - პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა. გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია.
 - შემოთავაზებაში თანხა უნდა იყოს დოლარში წარმოდგენილი.
 
გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.
2. შემოთავაზება:
შერჩევა ტარდება დანართი 1 -ით განსაზღვრული სპეციფიკაციების შესაბამისად.
3. კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- მომსახურების ფასი;
 - გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
 - შეკვეთილი პროდუქციის მოწოდების ვადა
 - კომპანიის გამოცდილება;
 
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
 - ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
 - საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
 - რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
 - დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
 
4. პასუხისმგებლობა:
ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან დაიდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„მომწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ აქვს უფლება შეცვალოს ხელშეკრულებაში ფიქსირებული მომსახურების ტარიფები.“
5. სხვა:
კონფიდენციალობა
შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
6. დანართი:
დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- დანართი 1
 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 8 ივლისი, 18:00 საათი;
 - შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
 
სფეციფიკაციებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ :
ჯუბა ჭელიძეს
ტელ: (577) 626995
სხვა დეტალებზე:
ნინი მეშველაშვილს
ტელ: 555 79 21 01 
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
 - 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები