9 ივლისი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT22997 - ტენდერი რიგის მართვის სისტემის შესყიდვა/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს სერვის ცენტრების რიგის მართვის სისტემის შესყიდვა/მონტაჟზე.
ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.
მოწყობილობის რაოდენობა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში (დანართი N2).
ტენდერის პირობები:
- მომწოდებლის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაში ფასი უნდა იყოს გამოსახული ლარში, უნდა მოიცავდეს მონტაჟის ღირებულებას, ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯებს საქართველოს მაშტაბით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ-ს;
- სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს მიწოდების ვადა; საგარანტიო პირობები, ვადა (საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები);
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში და პროექტის დასრულების შემდგომ თანხის ჩარიცხვა მოხდება სილქ ბანკში გახსნილ მიმდინარე ანგარიშსზე;
აუცილებელი მოთხოვნები:
- კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე , უნდა ჰქონდეს შესრულებული მსგავსი პროქტი;
- კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა დანართი N 1;
- წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
- კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
დამატებითი მოთხოვნა :
შემსყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
ანგარიშსწორების პირობები:
- სისტემის შესყიდვის/მონტაჟის დასრულების შემდგომ გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
გამარჯვებულის გამოვლენა:
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- შემოთავაზებული პროდუქციის ფასი;
- პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია;
- მოწოდების ვადები;
- საგარანტიო პირობები;
- კომპანიის გამოცდილება.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოთავაზება.
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 კომპანიის);
- ომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით).
თანდართული დოკუმენტაცია :
- დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა ;
- დანართი N2 - მოწყობილობის რაოდენობა;
- დანართი N3 - პროექტის ნახაზი;
- დანართი N4- ფილიალების მისამართები;
შემოთავაზებების მიღების წესი:
შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 9 ივლისს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.
წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები
- ტენდერის სახელწოდება;
- კომპანიის სახელწოდება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა).
ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 10 ივლისს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge
დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომრებზე:
სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 9 ივლისი, 18:00 საათი.
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი
577372939
ტენდერის კატეგორია:
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები