ჩაბარების ვადა:
        
    8 ივლისი 2024, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T23004 - ტენდერი კონდიციონერების შესყიდვაზე
            
        
        ელ. ტენდერი
                    - გამომცხადებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 5 ივლისი 2024 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 8 ივლისი 2024 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს კონდიციონერების შესყიდვაზე.
მოთხოვნები:
- შემოთავაზებული კონდიციონერები უნდა იყოს მხოლოდ „GREE” ან „MIDEA”-ს ბრენდის;
 - კონდიციონერი უნდა იყოს თეთრი ფერის (ან თეთრი ფერი დომინირებდეს კონდიციონერის შიდა აგრეგატზე);
 - პრეტენდენტმა უნდა შეავსოს თანდართული ექსელის ფაილი და ატვირთოს ექსელის ფორმატითვე;
 - პრეტენდენტმა, შემსყიდველის მიერ განთავსებული დოკუმენტის შევსებულ ვერსიასთან ერთად უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) ინფორმაცია თითოეული შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;
 - სამუშაო რეჟიმები: გაგრილება & გათბობა;
 - კონდიციონერის ტიპი: კედლის სპლიტ სისტემა;
 - დისტანციური მართვა: კი;
 - დისპლეი: კი;
 - საგარანტიო პერიოდი: არანაკლებ 24 თვე;
 - კონდიციონერების მოწოდება უნდა განხორციელდეს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში, მისამართზე ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N22ა
 - არასრულად შევსებული მონაცემების ან არასრულად/არასწორად წარმოდგენილი ინფორმაციის შემთხვევაში, არ განიხილება შესაბამისი შემოთავაზება;
 - სატენდერო პირობების შემოთავაზების (დოკუმენტაციის tenders.ge-ზე განთავსების) ბოლო ვადა: 2024 წლის 08 ივლისი, 18:00
 - სატენდერო წინადადებაში შესყიდვის ობიექტის და მომსახურების ღირებულება გამოსახული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
 - ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში
 
პრედენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ (წარმოდგენილიმფორმის შევსება)
 - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 8 ივლისი, 18:00 საათი;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
 
საკონტაქტო პირი:
ნინო ლილუაშვილი 
ელ.ფოსტა: n.liluashvili@gipa.ge 
579444147
მამუკა დიდმანიძე
m.didmanidze@gipa.ge 
595175500
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
 
დოკუმენტაცია
                                                
                            
                            GIPA   Air Conditioning
                            GIPA   Air Conditioning
                        
                                                
                            
                            GIPA   კონდიციონერების ტენდერის სატენდერო მოთხოვნები
                            GIPA   კონდიციონერების ტენდერის სატენდერო მოთხოვნები
                        
                                                
                            
                            დანართი #1  მიმწოდებლის შესახებ ინფორმაციის ფორმა
                            დანართი #1  მიმწოდებლის შესახებ ინფორმაციის ფორმა
                        
                                                
                            
                            ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
                            ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია