ჩაბარების ვადა:

19 ივლისი 2024, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23041 - ტენდერი სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ. 
წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა დეტალი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: დანართი N1.

ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლიდერი მაღაზიათა ქსელი ალტა დაარსდა 1997 წელს. ის დღეისათვის აერთიანებს 16 საცალო მაღაზიას საქართველოს 7 ქალაქში, ასევე კორპორატიულ, სადილერო გაყიდვებსა და ონლაინ მაღაზიას www.alta.ge

კომპანია არის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორი, როგორიცაა: Apple, Samsung, Lenovo, Asus, Sony, DeLonghi, TCL, Honor, AEG, Electrolux, Philips, Panasonic, Canon და სხვა 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი.

ალტა უკვე 27 წელია რაც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეისათვის ის ბაზრის ლიდერია. კომპანიის მიზანია მომხმარებელს მუდმივად შეთავაზოს სიახლეები და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. 

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:

  • ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალს, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „ალტა“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზეwww.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდ აიქნას www.tenders.ge- პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა2024 წლის 19 ივლისი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტაt.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 ივლისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა