ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23072 - ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

ტენდერის აღწერილობა:

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში - ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

მოკლე აღწერილობა: USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისსაქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება ორი საპილოტე პროექტი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ენერგოეფექტურობის, მოთხოვნის მხარის მართვის და ენერგიის მართვის სისტემებსა და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგიის განვითარებასთან.

განაცხადების კონკურსი ცხადდება საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის მიზანია განაცხადების კონკურსის საშუალებით 2 ენერგეტიკული საპილოტე პროექტის იდენტიფიცირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.

ინოვაციური საპილოტე პროექტი უნდა მოიაზრებდეს პროგრამის ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის მართვა, ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე შესაძლოა მოიცავდეს მიკრო პროექტებს, ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკულ ტექნოლოგიებს.

პროგრამა უზრუნველყოფს მატერიალურ ან/და საკონსულტაციო დახმარებას თითოეული საპილოტე პროექტისთვის (მაქსიმუმ 25,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში თითოეულისთვის) კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად. დახმარება შესაძლოა იყოს სხვადასხვა სახით წარმოდგენილი, მათ შორის, არამატერიალური როგორიცაა ტექნიკური დახმარება ან/და მატერიალური როგორიცაა აღჭურვილობის ან საჭირო მასალის შესყიდვა. რადგანაც პროგრამა კონტრაქტის მიხედვით არ მოიცავს გრანტების გაცემის კომპონენტს, ნაღდი ფულადი შენატანი არ განიხილება პროგრამის დახმარებად. საპილოტე პროექტები შეიძლება მოიცავდეს განახლებადი ენერგიის მიკრო პროექტებს მ.შ. ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკის ტექნოლოგიებს ან სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებს, ენერგოეფექტურ ღონისძიებებს, მოთხოვნის მხარის მართვის და ენერგიის მართვის სისტემების ტექნოლოგიებს. ამასთან, პროგრამის თანამონაწილეობა პროექტის განხორციელების პროცესში შეიძლება მოიცავდეს დაფინანსების ინოვაციური მიდგომების ან/და ბიზნეს მოდელების გამოყენებას.

ეს კონკრეტული საპილოტე პროექტების კონკურსი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, წარმოადგენს დაგეგმილი 30 საპილოტე პროექტის ნაწილს და “აქტიური“ სტატუსის მქონე სტუდენტებს ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების და ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი იდეების რეალიზებაში.

*ინოვაცია გულისხმობს საპილოტე პროექტებს, რომლებიც ცდილობენ გამოავლინონ ახალი შესაძლებლობები, გადაწყვიტოს არსებული გამოწვევები და გაზარდონსეფექტურობა ან ეფექტიანობა. ის მოიცავს პროექტებს, რომლებიც ცდიან ახალ იდეებს, ტექნოლოგიებს ან პროცესებს მცირე მასშტაბით, სანამ ისინი განხორციელდება უფრო ფართო მასშტაბით.

წინამდებარე კონკურსის მიზანია ახალი, განსხვავებული იდეების, ტექნოლოგიების და პოლიტიკის შემუშავება, რომელიც გააუმჯობესებს ენერგიის ხელმისაწვდომობასა და ეფექტურ გამოყენებას. ეს ინიციატივა კონტრიბუციას გაუწევს:

  • სტუდენტთა ინიციატივას ენერგეტიკაში, კლიმატსა და საზოგადოებაში
  • გამოცდილებით შეძენილი ცოდნის გაღრმავებას
  • კრეატიულობის შთაგონებას; და
  •  სტუდენტთა პირდაპირ ჩართულობას მზარდ სწრაფვაში სოციალური და ეკოლოგიურად მდგრადი ენერგეტიკული მომავლისაკენ.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და მისი მიდრეკილების შემცირებას მავნე ზეგავლენის მიმართ შემდეგი გზებით: (i) ეფექტიანი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და მმართველობა; (ii) კერძო სექტორის ინვესტიციების წილის გაზრდა ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოებაში (მათ შორის ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკის ჩათვლით); (iii) საქართველოს ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარება შიდა ენერგეტიკული ბაზრების ეფექტიანი და მდგრადი მართვისთვის; და (iv) კიბერსაფრთხეების მიმართ ენერგეტიკის სექტორის მდგრადობის გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:

საპილოტე პროექტის ძირითადი მიმართულება: განახლებადი ენერგია/ენერგოეფექტურობა/ მოთხოვნის მართვა/ენერგიის მართვის სისტემები, ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტები

განხორციელების ვადა: 1 წელზე ნაკლები

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა: პროგრამა უზრუნველყოფს მატერიალურ ან/და საკონსულტაციო დახმარებას თითოეული საპილოტე პროექტისთვის (მაქსიმუმ 25,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში თითოეულისთვის) კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად.

განმეორებადობის შესაძლებლობა: საპილოტე პროექტის ხელახლა განხორციელება მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი სხვა მსგავსი სუბიექტების მიერ.

ეკომეგობრულობა: საპილოტე პროექტი უნდა ახდენდეს დადებით და აშკარა ზეგავლენას კლიმატის ცვლილებაზე, სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირების ან თავიდან აცილების გზით.

ინოვაციური მიდგომები/ტექნოლოგიები: შესაძლებელია ტექნოლოგიებთან, ბიზნეს მოდელებსა და დაფინანსების სქემებთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების გამოყენება. ინოვაცია ასევე შეიძლება მოიცავდეს პროექტს, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა საქართველოში, მაგრამ ეფექტური აღმოჩნდა სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ინოვაცია გულისხმობს საპილოტე პროექტებს, რომლებიც ცდილობენ გამოავლინონ ახალი შესაძლებლობები, გადაწყვიტოს არსებული გამოწვევები და გაზარდოს ეფექტურობა ან ეფექტიანობა. ის მოიცავს პროექტებს, რომლებიც ცდიან ახალ იდეებს, ტექნოლოგიებს ან პროცესებს მცირე მასშტაბით, სანამ ისინი განხორციელდება უფრო ფართო მასშტაბით.

წინადადებები უნდა წარმოადგინოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე თანდართული ფორმის შესაბამისად, არაუგვიანეს 2024 წლის 7 აგვისტოს: info@sgef.ge

კითხვები და განმარტებები:

  • მეთოდი: განმცხადებლების მიერ მხოლოდ წერილობით ფორმით წარმოდგენილ კითხვებზე და განმარტებებზე იქნება მოწოდებული პასუხები, გამოგზავნილი ზემოთ მითებულ ელ.ფოსტაზე.
  • განმარტებითი შეხვედრა: კონკურსთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებისთვის, 2024წლის 25 ივლისი, 15:00 საათზე გაიმართება ონლაინ შეხვედრა პოტენციურ განმცხადებლებთან,მოცემულ ბმულზე.
  • კითხვების/განამრტებების წარდგენის თარიღი: ყველა კითხვა თუ განმარტება წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით არაუგვიანეს 2024 წლის 7 აგვისტოს.

არასრულად წარმოდგენილი განცხადებები არ განიხილება.

საპილოტე პროექტთან დაკავშირებული დეტალები

საკონტაქტო ინფორმაცია:

ადრესატი: თორნიკე ყაზარაშვილი
ელ.ფოსტა: info@sgef.ge
ტელეფონი: (+995) 599 870 603

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები