25 ივლისი 2024, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T23075 - ტენდერი არსებული სატესტო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე (მონაცემთა შენახვის სისტემის გაფართოება)
            
        
        - გამომცხადებელი: ტერაბანკი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 11 ივლისი 2024 დრო 15:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 25 ივლისი 2024 დრო 18:00
 - უფასო მონაწილეობა: კი
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს - არსებული სატესტო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე (მონაცემთა შენახვის სისტემის გაფართოება).
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :
ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას :
- შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
 - პროდუქტის შესახებ დეტალური ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა (ტექნიკური დავალების მიხედვით)
 - მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
 - კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალ
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
 - ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
 - საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)
 
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.
აუცილებელი პირობა :
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით ,
 - სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით,
 
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 ივლისი (18:00 სთ-მდე).
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ .
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 25 ივლისი, 18:00 სთ
 - შეთავაზების ვალუტა: N/A
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
დიანა კოკოლიშვილი
ელ.ფოსტ: diana.kokolishvili@terabank.ge
ტელ: 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702
ტენდერის კატეგორია:
- 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
 - 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
 - 72300000 მონაცემთა მომსახურება