ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T231 - ბრენდირებული ყელსახვევებისა და ჰალსტუხების შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბრენდირებული ყელსახვევებისა და ჰალსტუხების შესყიდვა/მომსახურებაზე.

საქონლის და მომსახურების დასახელება:

  • 1. 4500 ცალი ყელსახვევი
  • 2. 300 ცალი ყელსახვევი
  • 3. 1500 ცალი ჰალსტუხი
  • 4. 100 ცალი ჰალსტუხი
  • 5. 500 ცალი ჰალსტუხი


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ერთეულის ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯებს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:

- ნიმუშს (მიბმული ფოტოს მიხედვით)
- შეკვეთიდან მიწოდების ვადას

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 14 ნოემბრიდან – 2014 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება
  • თანხის გადახდა მოხდება საქონლის მოწოდებისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ
  • გთხოვთ, ჯამური ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 25 ნოემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის აქსესუარების ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=327&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".