ჩაბარების ვადა:

26 ივლისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23139 - ტენდერი სერვერული, სანახი აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა-ინსტალაციის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს თბილისი ენერჯი(შემდგომში - შემსყიდველი) აცხადებს ტენდერს სერვერული, სანახი აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა-ინსტალაციის შესყიდვასთან დაკავშირებით.

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია შპს თბილისი ენერჯი-ს გენერალურიდირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შპს “თბილისი ენერჯი-ში შესყიდვების დაგეგმისა და განხორციელების წესის შესახებ დებულების” საფუძველზე.

სატენდერო დოკუმენტაცია გადაეცემა პოტენციურ მმწოდებელს შესაბამისი სატენდეროგანაცხადის მოსამზადებლად. 

1. ზოგადი დებულებები:

  • სატენდერო დოკუმენტაცია განკუთვნილია პოტენციური მიმწოდებლისათვის და მიზნად ისახავს მისთვის სატენდერო პირობების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებს.
  • ტენდერი ტარდება სერვერული, სანახი აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა-ინსტალაციის (შემდგომში - “საქონელი”) მიმწოდებლის გამოსავლენად.

2. საქონელი:

  • იხ. ტექნიკური დავალება დანართი #3;
  • ანგარიშსწორება ხორციელდება:  სრულად საქონლის მოწოდებიდან და აქტივაცია/ინსტალაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

3.1. ტენდერში მონაწილეობისთვის პოტენციურმა მიმწოდებელმა (პრეტენდენტმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგ დოკუმენტაცია:

  • ტექნიკური შეფასების კრიტერიუმებით და პირობებით მოთხოვნილი  (იხ.დანართი #1);
  • დოკუმენტაცია ტექნიკური შეთავაზების წერილი (იხ.დანართი #2);
  • კომერციული შეთავაზება (ფასების ცხრილის გათვალისწინებით);

პრეტენდენტი არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია);

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

  • პოტენციურმა მიმწოდებელმა (პრეტენდენტმა) საზოგადოებას უნდა წარუდგინოს მოწმობების, ლიცენზიების, ცნობებისა და სხვა დოკუმენტების ასლები, რომლებიც ადასტურებენ მის შესაბამისობას საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
  • შემსყიდველი არ განიხილავს სატენდერო განაცხადს, თუ პოტენციური მიმწოდებელი არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასან თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრული, არაზუსტი ან/და მცდარი აღმოჩნდება.
  • სატენდერო განაცხადებში მითითებული მონაცემების საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველი უფლებამოსილია, ტენდერის მიმდინარეობისასგანახორციელოს მონაწილეების წინასწარი საკვალიფიკაციო შერჩევა. შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, პოტენციური მიმწოდებელი შეფასებაზე არ დაიშვება.
  • პოტენციური მიმწოდებლის მიერ ტენდერზე წარმოდგენილი ცნობები გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ პერიოდში. 

4. სატენდერო განაცხადების წარდგენა. სატენდერო განაცხადების მოქმედების ვადა:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პოტენციურმა მიმწოდებელმა, შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ორ დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი, ერთ კონვერტში ტექნიკური შეთავაზების წერილი და შეფასების კრიტერიუმებით და პირობებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მეორე კონვერტში-ფასების ცხრილი, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს სატენდეროდოკუმენტაციის 2-ე მუხლის მოთხოვნებს.
  • კონვერტზე სავალდებულოა პოტენციური მიმწოდებლის სახელწოდებისა და მისამართის მითითება, აგრეთვე მასზე აღნიშნული უნდა იყოს: შპს “თბილისი ენერჯისათვის” სერვერული, სანახი აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა-ინსტალაციის შესყიდვის ტენდერი, კონვერტი 1 ტექნიკური შეთავაზება, კონვერტი 2 კომერციული შეთავაზება.
  • შემსყიდველისათვის წარგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს პოტენციური მიმწოდებლის ბეჭდით (თუ იგი სარგებლობს ბეჭდით).
  • სატენდერო განაცხადში ფასები მიეთითება ლარში.
  • სატენდერო განაცხადი შემსყიდველს წარედგინება 2024 წლის 26 ივლისის 17:00 საათამდე (შემდგომში - “საბოლოო ვადა”), შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18, შპს თბილისი ენერჯის კანცელარია. კანცელარიაში პოტენციური მიმწოდებლის სატენდერო განაცხადის მიღებისას აუცილებელია განაცხადის უშუალო მომწოდებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დართვა მისაღებ დოკუმენტაციასთან ერთად, რომელზეც დაფიქსირდება დოკუმენტაციის წარმოდგენის ზუსტი თარიღი და დრო.
  • სატენდერო კომისიის მიერ არ განიხილება პოტენციური მიმწოდებლების (პრეტენდენტების) მიერ ვადების დარღვევით წარდგენილ სატენდერო განაცხადი.
  • პოტენციური მიმწოდებელი (პრეტენდენტი) გაიღებს ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია მისი სატენდერო განაცხადის მომზადებასა და წარდგენასთან. საზოგადოებასა და სატენდერო კომისიას არ ეკისრებათ ამ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, მიუხედავად ტენდერის ჩატარების შედეგებისა.
  • პოტენციური მიმწოდებელი (პრეტენდენტი) ვალდებულია მიუთითოს თავის სატენდერო განაცხადში მისი მოქმედების ვადა. სატენდერო განაცხადები რჩება ძალაში იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში, მაგრამ არანაკლებ 15 (თხუთმეტი) დღისა სატენდერო განაცხადების შემცველი კონვერტების გახსნის თარიღის შემდეგ. სატენდერო განაცხადი, რომელზეც მითითებულია უფრო ნაკლები მოქმედების ვადა, ვიდრე ეს მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციით, განიხილება, როგორც სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამო.
  • სატენდერო განაცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდე სატენდერო კომისიას შეუძლია სთხოვოს პოტენციურ მიმწოდებელს (პრეტენდენტს) დამატებით გააგრძელოს აღნიშნული ვადა კონკრეტული დროის პერიოდზე. პოტენციურ მიმწოდებელს (პრეტენდენტს) შეუძლია უარი თქვას აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილებაზე და ამასთან.
  • პოტენციურ მიმწოდებელს უფლება აქვს შეცვალოს ან გაიხმოს თავისი სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადების წარდგენისათვის დადგენილი საბოლოო ვადის გასვლამდე.
  • შემსყიდველი უფლებამოსილია, პოტენციური მიმწოდებლის წერილობითი თხოვნის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით, განმარტოს/დააზუსტოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ეგზავნება ყველა პოტენციურ მიმწოდებელს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა.

5. სატენდერო განაცხადების შემცველი კონვერტის გახსნა, სატენდერო განაცხადის განხილვა და შეფასება:

  • კონვერტი 1, რომლებშიც მოთავსებულია სატენდერო დოკუმენტაციის 3.1. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, სავარაუდოდ გაიხსნება 2024 წლის 29 ივლისს.
  • სატენდერო კომისია არ განიხილავს შეფასებისთვის სატენდერო განაცხადს, თუ:
    - სატენდერო განაცხადის წარმდგენი პოტენციური მიმწოდებელი (პრეტენდენტი) ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
    - მოცემული სატენდერო განაცხადი არ პასუხობს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს;
    - სატენდერო განაცხადი არ არის გაფორმებული და დამოწმებული დადგენილი წესით;
  • პოტენციური მიმწოდებლის მცდელობა ზეწოლა მოახდინო სატენდერო კომისიის საქმიანობაზე,წარმოადგენს მისი დისკვალიფიკაციის საფუძველ.
  • სატენდერო კომისია აჯამებს ტენდერის შედეგებს სატენდერო განაცხადების შემცველი კონვერტების გახსნის თარიღიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
  • სატენდერო კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს მიღებული განაცხადები, უარი განაცხადოს გამარჯვებულის გამოვლენაზე და გამოაცხადოს ტენდერი არშემდგარად, თუ მიმწოდებელთა მიერ შეთავაზებული ფასი და შესყიდვის ობიექტის სხვა მახასიათებლები არ შეესაბამება შემსყიდველისმოთხოვნებს. 

6. შესყიდვის ხელშეკრულების დადება:

  • ტენდერით შერჩეულ (გამარჯვებულ) პოტენციურ მიმწოდებელთან (პრეტენდენტთან) ფორმდება შესყიდვის ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ტენდერით შერჩეული (გამარჯვებული) პოტენციური მიმწოდებელი (პრეტენდენტი) გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ შეტყობინებისა და შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის გადაცემიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში ხელს აწერს ხელშეკრულებას.
  • თუ მიმწოდებელი გამოცხადებულია ტენდერის გამარჯვებულად და იგი ხელს არ აწერს შესყიდვის ხელშეკრულებას ამ მუხლის 6.2. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დადოს შესყიდვის ხელშეკრულება ტენდერის სხვა მონაწილესთან, რომლის წინადადება, ამ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, წარმოადგენს ყველაზე უფრო ხელსაყრელს გამარჯვებულის წინადადების შემდეგ, რაც დასტურდება ტენდერის შედეგების ოქმით.
  •  არ დაიშვება ცვლილებების ან/და ახალი პირობების შეტანა შესყიდვის ხელშეკრულების პროექტში ან ხელმოწერილ შესყიდვის ხელშეკრულებაში (გარდა ფასის შემცირებისა), რამაც შესაძლებელია შეცვალოს იმ წინადადების შინაარსი, რომელიც წარმოადგენს მიმწოდებლის შერჩევის საფუძველს. დასაშვებია ცვლილებების შეტანა შესყიდვის ხელშეკრულების პროექტში ან ხელმოწერილ შესყიდვის ხელშეკრულებაში ფასის შემცირების ნაწილში იმ პირობით, რომ ხარისხი, მოცულობა და სხვა პირობები, რაც წარმოადგენს მიმწოდებლის შერჩევის საფუძველს, დარჩება უცვლელი.
  • შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერამდე შემსყიდველი უფლებამოსილია აწარმოოს მოლაპარაკებები ტენდერში გამარჯვებულ პოტენციურ მიმწოდებელთან (პრეტენდენტთან) ხელშეკრულების ფასის შემცირების თაობაზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში შესაბამის საქონელზე შემცირდა ფასები, შემსყიდველისა და მიმწოდებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესყიდვების ხელშეკრულებაში შესაძლებელია შეტანილი იქნეს შესაბამისი ცვლილება ფასის შემცირების თაობაზე. 

წინადადების მიღება მთავრდება: 2024 წლის 26 ივლისი.

საკონტაქტო პირი:

შესყიდვების სამსახურის უფროსი
ჯაბა ციციშვილი
მობ: 577998876

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 51600000 კომპიუტერებისა და საოფისე მოწყობილობების დამონტაჟება

დოკუმენტაცია