
19 ივლისი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT23151 - ფასთა გამოკითხვა დალაგება/დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ალტე უნივერსიტეტი“ (ს/კ: 202192643) აცხადებს ფასთა გამოკითხვას არსებული შენობის (მის: უნივერსიტეტის ქუჩა N2, 0177) დალაგება/დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე, ფასების ცხრილის (დანართი #1) და ლოკაციის (დანართი #2) შესაბამისად.
1.პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) მიხედვით;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის მონაცემები.
შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოახდინოს დასასუფთავებელი ობიექტების დეტალური დათვალიერება.
2. დამატებითი მოთხოვნები პრეტენდენტებისთვის:
- მომსახურე კომპანიამ უნდა დანიშნოს პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ხარისხზე და განახორციელებს, როგორც დაგეგმილ, ასევე დაუგეგმავ ვიზიტებს ხარისხის კონტროლის მიზნით (ანალოგიურ ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებით);
- გამოყენებული საწმენდი ქიმური და ჰიგიენური საშუალებები უნდა იყოს სერტიფიცირებული და არ იწვევდეს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას;
- კომპანიას უნდა ჰქონდეს ბეტონის იატაკის, ხალიჩების (რბილი იატაკი), ავეჯის ზედაპირის (ქიმწმენდა), საწმენდი თანამედროვე აპარატები;
- დასუფთავების მომსახურება უნდა მოიცავდეს ჰიგიენური და ქიმიური საწმენდი საშუალებებით მომარაგებას, გარდა ხელსაწმენდი, ჰიგიენური ქაღალდის და საპნის;
3. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ïწინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ïხარჯები, რომლებიც წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ïდამკვეთის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
4. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
შეთავაზება უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: procurement@alte.edu.ge
შეთავაზების მიღების ბოლო ვადა: 19 ივლისი, 17:00 საათი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: თათული მაღლაფერიძე
მის.: საქართველო, თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2, 0177
ელ. ფოსტა: t.maglaperidze@alte.edu.ge
ტელ.: +995 577 285 215
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება