
30 ივლისი 2024, 18:00
სტატუსი:
შეწყვეტილი
E
ელ. ტენდერი
T23155 - ტენდერი სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს - სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე, კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
- მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ფასთა ცხრილი, როგორც ერთეულის ასევე ჯამური საპროგნოზო რაოდენობის გათვალისწინებით. (შევსებული დანათი N1 თანდართული ფაილის შესაბამისად). ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (ფილიალებში და სერვის ცენტრებში ადგილზე მიტანას);
- მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობას საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის);
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი).
აუცილებელი პირობა :
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივლისი (18:00 სთ-მდე).
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 30 ივლისი, 18:00 სთ
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ამირან ანანიაშვილი
ელ.ფოსტა: amiran.ananiashvili@terabank.ge
ტელ: 255 00 00/(შიდა 2009). მობ: 595 908680
ტენდერის კატეგორია:
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია