ჩაბარების ვადა:

8 აგვისტო 2024, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23163 - ტენდერი თბილისი მოლში სამალიარო სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: თბილისი მოლ ჰოლდინგი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 5 აგვისტო 2024 დრო 12:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 8 აგვისტო 2024 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს თბილისი მოლი ჰოლდინგი (თბილისი მოლი) აცხადებს ტენდერს, შიდა ტერიტორიებზე სამალიარო სამუშაოებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში პირველი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა 2012 წელს და ჩვენთვის მთავარია მომხმარებლებს შეუქმნათ სასიამოვნო გარემო ტერიტორიაზე და შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი.

ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის მთავარია, კომპანიებმა წარმოადგინოს საუკეთესო წინადადებები, რაც მოიცავს მიმაგრებული დოკუმენტაციის მიხედვით ზუსტ განფასების მოწოდებას.

ამასთან დაკავშირებით კომპანიებს მოუწევთ:

  • მოვიდნენ ადგილზე და შეაფასონ სამუშაოების მოცულობა.
  • წარმოადგინონ ზუსტი გაანგარიშებები აზომვები და გადაიტანონ BOQ-ში.
  • BOQ-ში ზუსტად შეიტანონ მომსახურების და საქონლის ხარჯები გარკვეულად, როგორც მოცემულია ამავე ფაილის პუნქტებში.
  • შეფასებისამებრ უნდა გაწერონ, რამდენი პროცენტია შესაცვლელი თაბაშირ მუყაოს ფილა, რამდენი კვადრატია დასამუშავებელი ფითხით და შეიღებოს პირველი, მეორე და მესამე სართული.

ამასთან კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ კომპანიის პორტფოლიო, ამონაწერი, სარეკომენდაციო წერილები რა სამუშაოებიც შეუსრულებიათ ამასთან დაკავშირებით.

გთხოვთ, გაეცნოთ ატვირთულ ფაილებს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 8 აგვისტო, 12:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
b.tsiklauri@tbilisimall.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები
მიმწოდებელი 3

საქრთველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქართულ ენაზე უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვა და ყველა დოკუმენტი პირველ რიგში და მერე შეგიძლიათ გვერდით გრაფა დაამატოთ და რომელ ენაზეც გნებავთ იმ ენაზე თარგმნოთ.

მიმწოდებელი 2

კარგით, გასაგებია. როდის შეიძლება ინახოს და აიზომოს სამუშაოთა მოცულობა და ვი დავუკავშირდეთ ტექნიკური საკითხების გასარკვევად.

თბილისი მოლ ჰოლდინგი
თბილისი მოლ ჰოლდინგი

591514309 დეტალებზე და კითხვებზე დამიკავშირდით

თბილისი მოლ ჰოლდინგი
თბილისი მოლ ჰოლდინგი

ადგილზე შეგიძლიათ მობრძანდეთ ნებისმიერ დროს, თუმცა თუ გარკვეულ სამუშაოს ჩატარება მოგიწევთ, ადმინისტრაციაში მობრძანდებით და სამუშაოს შესრულების ფურცელს შეავსებთ.

მიმწოდებელი 2

მოგესალმებით, გთხოვთ სატენდერო დოკუმენტაცია ატვირთოთ ქართულ ენაზე.

თბილისი მოლ ჰოლდინგი
თბილისი მოლ ჰოლდინგი

გამარჯობათ, ვინაიდან და რადგანაც ჩვენი მართველები არიან გაერთიანებული საემიროდან, მოთხოვნა იყო ინგლისურად ატვირთვა. კომპანიებს მოუწევთ თავად თარგმნა, ან თავად აწყობა ბიოქიუს, თავისი შეხედულებისამებრ

მიმწოდებელი 1

მე მინდა ამ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეიძლება

თბილისი მოლ ჰოლდინგი
თბილისი მოლ ჰოლდინგი

591514309 დეტალებზე და შეხვედრასთან დაკავშირებით დამიკავშირდით

თბილისი მოლ ჰოლდინგი
თბილისი მოლ ჰოლდინგი

შეაფასეთ და ატვირთეთ წინადადება ამ აიტზე