ჩაბარების ვადა:

31 ივლისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23174 - ტენდერი კარტრიჯების სერვისის შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 19 ივლისი 2024 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს კარტრიჯების სერვისის შესყიდვაზე. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია,პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, მომსახურების ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს ევექსითან ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს.

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 202წლის 31 ივლისი 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში

  • ტენდერის გამოცხადება  18/07/2024
  • სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 31/07/2024
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 09/08/2024
  • ხელშეკრულების გაფორმება: 16/08/2024

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანასური ასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე

2. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები

საბეჭდი მოწყობილობის კარტრიჯების სერვისის მოთხოვნები:

კარტრიჯის სერვისი გულისხმობს

  •  ტრანსპორტირებას წინასწარ შევსებული კარტრიჯების მოთხოვნის მისამართზე და დაცლილი კარტრიჯების წაღებას.
  •  კარტრიჯის დამუხტვას ტონერით და ან სხვა სარემონტო სამუშაოებს, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში ბარაბნის გამოცვლას ან სრულად კარტრიჯის გამოცვლას.

 სერვისში მონაწილე ყველა კარტრიჯი უნდა იყოს დანომრილი უნიკალური კოდით.

 სერვისში გატარებულ კარტრიჯს შეფუთვაში თანდართული უნდა იყოს ამავე კარტრიჯით დაბეჭდილი სატესტო ფურცელი, საიდანაც აღქმადი უნდა იყოს დაბეჭდვის ხარისხი.

 სერვისში გატარებული კარტრიჯი მოთავსებული უნდა იყოს ჰერმეტულ შეფუთვაში. შეფუთვაზეუნდა იყოს დატანილი კარტრიჯის მოდელი.

კომპანიამ სერვისი უნდა დაასრულოს დამკვეთს შეკვეთიდან არაუგვიანეს :

  • . თბილისი- 24 სთ (1დღე)
  • . ბათუმი და დაბა ჩაქვი 48 სთ (2დღე)
  • . ზუგდიდი- 48 სთ (2დღე)
  • . ქუთაისი- 48 სთ (2დღე)

*შემოთავაზებები შესაძლებელია იყოს ყველა ქალაქზე სრულად ან ცალ-ცალკე ქალაქებზე: თბილისი ,ქუთაისი,ზუგდიდი ,ბათუმი-ჩაქვი.

სერვისის უწყვეტობისთვის, კომპანიას უნდა გააჩნდეს, ან უნდა შექმნას კარტრიჯების მარაგი, დამკვეთის საკუთრებაში არსებულის არანაკლებ 70%-სა . (ევექსის საკუთრებაშია 1300 სტანდარტული კარტრიჯი.) დასამუხტი კარტრიჯის დამუხტული კარტრიჯით ჩასანაცვლებლად დაშესაბამისად, 1 ვიზიტად მოახდინოს შეკვეთის დასრულება

კომპანიამ უნდა შეძლოს კარტრიჯის თითოეული მოდელისთვის არანაკლები მინიმალური ზღვრული რაოდენობის გვერდების დაბეჭდვის შესრულება ,ISO/IEC 19752 სტანდარტის დადანართი-2-ში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

კომპანიას უნდა ქონდეს სპეციალური მოწყობილობები: კარტრიჯის ტონერისგან გაწმენდის, ტონერის ჩაყრის და ჰერმეტიულად შესაფუთი მანქანა.

უნდა აღმოფხვრას დამკვეთის კუთვნილი კარტრიჯების ფიზიკური დაზიანება დამატებითიგადასახადის გადახდის გარეშე და საჭიროების შემთხვევაში სრულად აღადგინოს კარტრიჯი;

ავტომატურად ან ონლაინ აპლიკაციით მიაწოდოს დამკვეთს MS EXEL ფორმატში რეპორტიკარტრიჯ(ებ)ის დამუხტვა, რემონტი, და/ან სხვა სერვისი, კარტრიჯის მოდელის, კუთვნილების(კომპანია/მომწოდებელი) დამკვეთის ობიექტ(ებ)ის , ფასის და ვადის მიხედვით .

 კარტრიჯს უნდა მიენიჭოს უნიკალური კოდი, მომსახურე კომპანიის კუთვნილი კარტრიჯისმარკირება უნდა იყოს განსხვავებული მინიშნებით, დამატებით რეპორტით შესაძლებელი უნდაიყოს ბრუნვაში არსებული მომსახურე კომპანიის კუთვნილი კარტრიჯების რაოდენობის განსაზღვრა მოდელების მიხედვით.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შრომის პირობებისა და უსაფრთხოების დაცვა (მაგ.: წარმოადგინოს ინფორმაცია /დოკუმენტაცია ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომისპირობების სტანდარტებთან ან ნორმატივებთან შესაბამისობაზე და სხვა საინფორმაციომასალები), მათ შორის საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ევექსის საკუთრებაში არსებული გამოუსადეგარი კარტრიჯების უტილიზაცია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.

უნდა წარმოადგინოს ტონერის მწარმოებლის ხარისხის შესაბამისი ISO სერთიფიკატი (ISO 14001 დაISO 9001:2000);

დამკვეთის ლოკაციები, იხ. დანართი N1-ინფორმაცია კლინიკების შესახებ

კარტრიჯების მოდელები, რაოდენობა, და მინიმუმ დასაბეჭდი გვერდების რაოდენობა. იხ. დანართი-2 

3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთანშესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით

პრეკვალიფიკაციის საფუძველზე ტენდერში დაიშვებიან ის პრეტენდენტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კარტრიჯების და ასლ გადამღები მოწყობილობის სერვისის სფეროში; (წარმოდგენილი უნდა იყოს საბუთები)
  • სერვისის უზრუნველყოფად აუცილებელი ადამიანური რესურსი და მათი კვალიფიკაცია; (წარმოდგენილი უნდა იყოს სერთიფიკატები
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • კეთილმოწყობილი სამუშაო გარემო, სპეციალიზებული დანადგარები, საჰაერო გამწოვები, ფილტრები, ამ მიმართულების სტანდარტებთან შესაბამისად მუშაობა (დამკვეთი უფლებასიტოვებს პრეკვალიფიკაციის პერიოდში სამუშაო ადგილზე ვიზიტზე და სერვისის პროცესისგაცნობაზე)
  • სატენდერო დოკუმენტაციაში მოტანილი მოთხოვნების სრულად უზრუნველყოფა.

შემსყიდველის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოვლენილ იქნას ერთზე მეტი გამარჯვებული, ასევე შემსყიდველს შეუძლია თითეულ გამარჯვებულთან/მიმწოდებელთან გააფორმოსხელშეკრულება როგრც სრულ, ასევე ნაწილობრივ ჩამონავალზე.

მომწოდებელს შესაძლებლობა აქვს შემოთავაზება გააკეთოს როგორც სრულ ჩამონათვალზე, ანნაწილობრივ ჩამონათვალზე

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესყიდვის ფასი - ვალუტა: ლარი 
  • მიწოდების / მომსახურების ვადები
  • გადახდის პირობა
  • პროდუქციის ხარისხი
  • საგარანტიო პირობა
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ ისე ფიზიკურ პირებს.

4. სატენდერო წინადადება:

() სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ანგადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია(შეთანხმება თან ერთვის დანართი #3- სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი#4-ის სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (დღგ-სა და ტრანსპორტირებისხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #1-ის სახით.

ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტისმიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტისუფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტებისწარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ () იგი გაეცნოდანართი #5-ის სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლისგაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და () მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვსუფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

() დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):

იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ. ავანისის მაქსიმალური ოდენობა არის მთლიანი თანხის 20%

5. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

  • შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
    - პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში
    - პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
    - მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმისწარმოება
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

6. კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციისკონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ივლისის 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭიროინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: atkemaladze@evex.ge

საკონტაქტო პირი:

ანა ტყემალაძე
atkemaladze@evex.ge
ტელ: +995 591407094

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 ივლისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა