ჩაბარების ვადა:

31 ივლისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23177 - ტენდერი ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მზის ელექტრო სადგურების მშენებლობაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 19 ივლისი 2024 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს  ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მზის ელექტრო სადგურების მშენებლობაზე შემდეგ მისამართებზე:

  • ქარელის რაიონი, ურბნისი -საკადასტრო კოდი 68.16.45.000.054
  • თერჯოლის რაიონი, სიქთარვა - საკადასტრო კოდი 33.08.38.224
  • სამტრედია - საკადასტრო კოდი 34.08.71.089

კონკრეტული დავალება:

1. შემსრულებელმა გადაცემული ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა მოახდინოს მზის ელ. სადგურების სრული ფუნქციონირებისთვის საჭირო სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოების შესრულება. კერძოდ:

ა. ურბნისზე და სამტრედიაში დაამონტაჟოს მზის ფოტოელექტრული პანელები მიწაზე, საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად დაამონტაჟოს სადგამი კონსტრუქცია, შექმნას ელექტრული წრედები და გარდამქმნელის საშუალებით დააერთოს შიდა გამანაწილებელ ქსელს. 

ბ. თერჯოლაში დაამონტაჟოს მზის პანელები როგორც მიწაზე ასევე სავაჭრო ცენტრის სახურავზე, ასევე მოაწყოს 260 მ2 -მდე მზის პანელებით დახურული საპარკინგე სივრცე და დადგას მინიმუმ 100 კვტ/სთ-ის სიმძლავრის ელექტროენერგიის შემნახველი სისტემა.

2. გამართოს მზის ელ-სადგურების  ფუნქციონირებისათვის საჭირო შიდა ქსელი, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოს მზის ელ. სადგურის ყველა ნაწილის ერთმანეთთან სათანადო დაკავშირება:

ა. დამონტაჟებული ფოტოელექტრული პანელების გარდამქმნელთან მიერთება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;

ბ. გარდამქმნელის დაკავშირება სატრანსფორმატორო პუნქტების 0,4 კვ  უჯრედთან ნეტო აღრიცხვის პრინციპით საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. 

3. დაამიწოს მზის ელ-სადგური და გარდამქმნელი (დამიწების კონტურის არარსებობის შემთხვევაში შემსრულებელმა უნდა მოაწყოს დამიწება).

4. სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს დამონტაჟებული სადგურის ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება.

5. სამუშაო ჩაითვლება დასრულებულად მას შემდეგ, რაც დამონტაჟებული მზის ელ. სისტემა დაერთებული იქნება სატრანსფორმატორო პუნქტების 0,4 კვ  უჯრედთან ნეტო აღრიცხვის პრინციპით და გაშვებული იქნება ექსპლუატაციაში.

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ: 

  • პროექტის მშენებლობაში გამოყენებულ ნებისმიერ კომპონენტს უნდა ახლდეს ხარისხის შესაბამისობის ევროპული სტანდარტების სერთიფიკატი
  • პანელები უნდა იყოს ორსახოვანი წარმოებული 2024 წელს
  • გამოყენებული კაბელები უნდა იყოს ევროპული წარმოების (შესაბამისი სერთიფიკატებით)
  • კონსტრუქცია ალუმინი ან უჟანგავი მეტალი
  • კონსტრუქციაზე საგარანტიო ვადა უნდა იყოს  10 წელი
  • პანელებზე, ინვერტორებზე, სოლარ კაბელებზე და ამომრთველებზე შემსრულებლის საგარანტიო ვადა მინიმუმ 5 წელი

შემსრულებელი დამკვეთს გადასცემს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • პროგრამა PV*Sol-ში დამუშავებული მზის ელექტროსადგურის პროექტს;
  • მზის ელექტროსადგურის საპროექტო ფაილს;
  • ელ. ქსელის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია;
  • მასალების სრულ სპეციფიკაციას;
  • საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა
  • ერიტორიის ტოპოგრაფიას
  • ობიექტის ელექტრული სქემას

ურბნისსა და სამტრედიის შემთხვევებში შემსრულებელს უნდა ჰქონდეს დამონტაჟებული მინიმუმ 1 ცალი მიწაზე განთავსებული 500 კვტ-იანი და ქსელში ჩართული მზის ფოტოელექტრო სისტემა.

თერჯოლის შემთხვევაში შემსრულებელს უნდა ჰქონდეს  მინიმუმ 1 ცალი მიწაზე განთავსებული 500 კვტ-იანი და მინიმუმ 3 ცალი შენობის სახურავზე განთავსებული და ქსელში ჩართული მზის ფოტოელექტრო სისტემა, მინიმუმ 1 ცალი მზის პანელებით გადახურული ავტოპარკინგი და მზის ფოტოელექტრო სისტემაში ინტეგრირებული მინიმუმ 1 ცალი ელექტროენერგიის შემნახველი სისტემა.

ზემოთ მოყვანილი ორი პუნქტის დადასტურება დოკუმენტალურად უნდა იქნას წარმოდგენილი.

შემსრულებელს  უნდა გააჩნდეს მზის ფოტოელექტრო სისტემის  რეალურ დროში მონიტორინგის განხორციელების პრაქტიკა. უნდა შეეძლოს გარდამქმნელის სწორი კონფიგურირება, რაზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მის მიერ დამონტაჟებული სისტემების დაგროვებული სტატისტიკური მონაცემები.

მზის ელ. სადგურების საჭირო შიდა ქსელის აგება უნდა მოხდეს შენობა-ნაგებობების,  მათი ინტერიერის და ექსტერიერის თავისებურების გათვალისწინებით, ისე, რომ მათ მიმართ არ მოხდეს რაიმე ზიანის მიყენება; იმ შემთხვევაში, თუ შიდა ქსელის სამონტაჟო სამუშაოების მსვლელობისას შენობას ან შენობის რომელიმე ნაწილს მიადგება რაიმე ზიანი, უნდა მოხდეს მისი პირვანდელი სახით აღდგენა. 

სამუშაოების წარმოების მსვლელობისას დაცული უნდა იყოს ამ ტიპის სამუშაოების მიმართ საქართველოში მოქმედი წესები და რეგულაციები. 

შესასრულებელი სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს გადაცემული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით.

შემსრულებელი უნდა დაეხმაროს დამკვეთს ნეტო აღრიცხვის განაცხადის შევსებასა და შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში წარდგენაში, სადგურების ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართვის მიზნით.

შემსრულებელმა მონტაჟის შემდგომ უნდა დაარეგისტრიროს მზის ელ-სადგურები შესაბამის პორტალზე და მისცეს წვდომა დამკვეთს. შემსრულებელი ვალდებულია, შესაძლო გახადოს სისტემის მუდმივი ონლაინ მონიტორინგი; ამ მიზნით, პორტალზე შექმნას ანგარიშები.

შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთის მიერ გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს ჩაუტაროს შესაბამისი ტრენინგი მზის ელ-სადგურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შემსრულებელმა უნდა მოაწყოს ჭკვიანი მრიცხველების სისტემა, რომლის მეშვეობითაც აღირიცხება ობიექტის ელ. ენერგიის მოხმარება, გენერაცია, ქსელში გაშვებული და ქსელიდან მიღებული ელ. ენერგიის რაოდენობა.

შემსრულებელმა უნდა მოაწყოს დისტანციური მონიტორინგისა და მართვის სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდის რეალურ დროში სადგურის დისტანციურად მონიტორინგსა და მართვას, საჭიროებისამებრ, პარამეტრების ცვლილებას და ა.შ.

შემსრულებელი ვალდებულია მონტაჟის შემდგომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან და მონტაჟის წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან;

გადახდის პირობები: მოლაპარაკების შესაბამისად

ტენდერის ვადები: 14 კალენდარული დღე

ხელშეკრულების ვადები: 90 კალენდარული დღე

საგარანტიო პირობები:   

  • კონსტრუქციაზე საგარანტიო ვადა უნდა იყოს  10 წელი
  • პანელებზე, ინვერტორებზე, სოლარ კაბელებზე და ამომრთველებზე შემსრულებლის საგარანტიო ვადა მინიმუმ 5 წელი

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ივლისი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: N/A (ევრო / დოლარი / ლარი)
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

გურამ მეტივიშვილი
ტელ: 577 222 506

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 ივლისი 2024 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა