ჩაბარების ვადა:

31 ივლისი 2024, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23190 - ტენდერი ენერგობლოკებ - #3 და #4-ის 6 კვ-ის კომპლექტური გამანაწილებელის მოწყობილობის მოდერნიზაციის პროექტების მომზდებაზე (19/07-GIEC-S-24)

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ენერგობლოკებ - #3 და #4-ის 6 კვ-ის კომპლექტური გამანაწილებელის მოწყობილობის მოდერნიზაციის პროექტების მომზდებაზე (19/07-GIEC-S-24).

სამუშაოს დასახელება:

  • ენეგობლოკი #3-ის  6 კვ-ის კომპლექტურ გამანაწილებელი მოწყობილობის მოდერნიზაციის პროექტის მომზადება
  • ენეგობლოკი #4-ის, 6 კვ-ის კომპლექტურ გამანაწილებელი მოწყობილობის მოდერნიზაციის პროექტის მომზადება

აუცილებელი პირობა:

პრეტენდენტი ორგანიზაცია ვალდებულია ადგილზე გაეცნოს მოწყობილობების მდგომარეობას.

ობიექტის მისამართი:

ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის #2.  

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

1. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

შენიშვნა: დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
  • კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 19/07-GIEC-S-24
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34, / ალ. ყაზბეგის გამზ. #2

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ივლისი, 15:00 საათი

საკონტაქტო
პირი:

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:

ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

კახა უნგიაძე
საკონტაქტო ნომერი: 599 503 735

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები