ჩაბარების ვადა:

1 აგვისტო 2024, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23200 - ტენდერი ავტომობილების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 1 აგვისტო, 15:00 საათი. ლოტი 3 - დაემატა ზარალის ინფორმაცია და დაკორექტირდა დაზღვევის განახლების თარიღი. დამატებით მოთხოვნილია CPM + მისაბმელით („ლაფეტი“) გადაადგილების დაზღვევის გათვალისწინება; ლოტი 1 - დაემატა ზარალის ინფორმაცია და დაკორექტირდა დაზღვევის განახლების თარიღი. განახლდა სადაზღვეო მოცულობა; ლოტი 2 - დაკორექტირდა და გაიყო ორად; დაემატა ლოტი 4. განახლდა სადაზღვეო მოცულობა, დაემატა ზარალის ინფორმაცია და პოლისის განახლების თარიღები.
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

თეგეტა ჰოლდინგი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამ ლოტად შპს „თეგეტა ქარ რენთის“, შპს „თეგეტა რენტალსისა“ და შპს „თეგეტა მოტორსის“ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა და სპეციალური ტექნიკის დაზღვევის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით. 

განსაკუთრებული მოთხოვნები: წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურება გასწიოს 12 კალენდარული თვის განმავლობაში.

1.1 კომპანიის შესახებ:

თეგეტა ჰოლდინგი მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელმაც 29 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, ჰოლდინგურ კომპანიას წარმოადგენს, 30 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ბაზრის ლიდერია ავტოიდნუსტრიაში არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“ სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება.  

1.2 შესყიდვის ობიექტის დასახელება:

თეგეტა ჰოლდინგი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამ ლოტად შპს „თეგეტა ქარ რენთის“, შპს „თეგეტა რენტალსისა“ და შპს „თეგეტა მოტორსის“ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა და სპეციალური ტექნიკის დაზღვევის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული მოთხოვნები: წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურება გასწიოს 12 კალენდარული თვის განმავლობაში. 

2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

2.1 ავტომობილებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემულია დანართიების ლოტი 1, ლოტი 2 და ლოტი 3-ის სახით;

2.2 ლოტი 1 - დღიური გაქირავების მომსახურების ავტომობილების დაზღვევის პირობები ასევე უნდა მოიცავდეს მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევასა და მგზავრის დაზღვევას.

2.3 ლოტი 2 - კორპორატიული მომსახურების ავტომობილების დაზღვევის პირობები ასევე უნდა მოიცავდეს მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევასა და მგზავრის დაზღვევას.

2.4 ლოტი 3 - სპეციალური ტექნიკა. დაზღვევის ტიპები მითითებულია დანართში. ასევე, დამატებით წარმოსადგენია ტარიფი, რომელიც მოიცავს CPM + მისაბმელით („ლაფეტით“) გადაადგილების დაზღვევას.

2.5 ლოტი 4 - კორპორატიული მომსახურების ავტომობილების დაზღვევის პირობები ასევე უნდა მოიცავდეს მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევასა და მგზავრის დაზღვევას. ლოტში მოცემულია მხოლოდ ის ავტოპარკი, რომლითაც სარგებლობს შპს თეგეტა მოტორსი 

განსაკუთრებული პირობები:

ლოტი 1, ლოტი 2, ლოტი 4-ისთვის მოთხოვნილი პირობები:

  • ზარალის ანაზღაურება - შპს. ,,თეგეტა ქარ რენტ’’-ში;
  • ფრანშიზა - ნულოვანი, 50$ მხოლოდ მძღოლის ბრალეულობის შემთხვევაში; 
  •  დაფარვის ზონა - საქართველო, სომხეთი, თურქეთი.
  • ავტომობილის შეკეთების ცენტრები: თეგეტა მოტორსი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა, ტოიოტა ცენტრი ბათუმი, ავტორიზებული საგარანტიო ცენტრები.
  • დაუდგენელი ვითარების დაზღვევა; 

ლოტი 1 და ლოტი 4-ისთვის მოთხოვნილი პირობები:

უფლება მოსილი მძღოლების რაოდენობა - ულიმიტო, ასაკი - 21 წელი და მეტი, მართვის გამოცდილება - 1 წელი და მეტი.

ლოტი 2-ისთვის მოთხოვნილი პირობები:

უფლება მოსილი მძღოლების რაოდენობა - კომპანიის თანამშრომლები, ასაკი - 21 წელი და მეტი, მართვის გამოცდილება - 2 წელი და მეტი.

ლოტი 1, ლოტი 2, ლოტი 3 და ლოტი 4-ისთვის მოთხოვნილი პირობები:

  • ცვლილებების მართვა: წლის განმავლობაში ავტოპარკში ა/მ დამატების შემთხვევაში დაზღვევა უნდა მოხდეს ძირითადი პოლისის პირობების მიხედვით (ფასი/პირობები, სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე პერიოდით)
  • მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტი - 10 000 აშშ დოლარი
  • მგზავრის დაზღვევის ლიმიტი - 10 000 აშშ დოლარი.
  • სადაზღვეო რისკები: ავტოტრანსპორტის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, საგნის გატაცება, გატაცების მცდელობა (მათ შორის: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი), თაღლითობა, სტიქიური უბედურებები (მათ შორის: მეწყერი, წყალდიდობა, მიწისძვრა, სეტყვა)

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

3.  განფასების მოთხოვნის პირობები

3.1 შემოთავაზება წარმოსადგენია ლოტი 1, ლოტი 2, ლოტი 3 დანართების გათვალისწინებით, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია;

4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

4.1 მომსახურების გაწევის ადგილი: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი.

5. ანგარიშსწორების პირობა:

5.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით პოლისით გაწერილი გრაფიკის მიხედვით.

6. გამარჯვებულის გამოვლენა:

ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. 

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

7. პრეტენდენტის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • კომერციული შეთავაზება ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა. 
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია)

8. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    -  გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 1 აგვისტო, 15:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ServiceOrders@tegetamotors.ge

საკონტაქტო პირი:

ნინი ადამია
მობ: 577350051
 

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 ივლისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა