ჩაბარების ვადა:

26 ივლისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23221 - ტენდერი სახანძრო უსაფრთხოების სამუშაოების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 24 ივლისი 2024 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს ვიანში შემავალ კომპანიები - სს „ვიანი“ - ონკოლოგიის ცენტრი, სს „ვიანი“ - ივ. ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი და შპს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: სახანძრო უსაფრთხოების სამუშაოები, კერძოდ: სახანძრო ვენტილაციის სისტემების, ავტომატური ქრობის სისტემების და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების მოწყობა/ინსტალაციის სამუშაოების შესყიდვაზე, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ 2019-2023 წლებში დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრაზე - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას:

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებს შპს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრთან და სს ვიანთან.

1. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 26 ივლისის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

ტენდერის გამოცხადება - 22 ივლისი 2024
სატენდერო წინადადებების მიღება - 26 ივლისი 2024
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 02 აგვისტო 2024
ხელშეკრულების გაფორმება - 09 აგვისტო 2024

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

2. ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

შესასყიდი საქონელი: შპს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი და სს ვიანი -

სამისამართო სიგნალიზაცია:

  • კვამლის დეტექტორები - ავტომატური დამისამართებით;
  • CO დეტექტორები - სამისამართო ნახშირჟანგის დეტექტორი;
  • გაზის დეტექტორები - სამისამართო ბუნებრივი აირის დეტექტორი;
  • საგანგაშო ხელის ღილაკები - სახანძრო სამისამართო ღილაკი;
  • საგანგაშო ხმოვანი სირენები - სახანძრო სამისამართო სირენა მანათობლით;
  • შემსვლელ/გამომსვლელი მოდულები გათვალისწინებული უნდა იყოს - ლიფტის სამართავისისტემის, ავტომატური ხანძარქრობის (საშხეფების) სისტემისა და კვამლსაწინააღმდეგოვენტილაციის სისტემისათვის;
  • სარქველი - გაზის შემომსვლელი მილისთვის;
  • სამართავი მართვის პანელი - სახანძრო სიგნალიზაციის სამისამართო პანელი;
  • საევაკუაციო გასასვლელები;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ 2019-2023 წლებში დაფიქსირებული ხარვეზებისთაობაზე რეკომენდაციების და გადაწყვეტის გზების შემუშავება;

შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო საქონლის ჩამონათვალი და სპეციფიკაციები მოცემულია დანართ #1.1, დანართ #1.2 და დანართ #1.3 (Excel-ის ფაილებში)

შესასრულებელი სამუშაოების პროექტი; (PDF ფაილ)

მისამართები:

  • ქ. თბილისი, ქინძმარაუის ქ.#1,
  • ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა 83ა
  • ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა 85 

3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.  

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესყიდვის ფასი
  • მიწოდების / მომსახურების ვადები
  • საგარანტიო პირობა
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 500,000 ლარი.

4. სატენდერო წინადადება:

  • (ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
    - პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
    - ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ; 
    - ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
    - ბოლო 1 დასრულებული საგადასახადო წლის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი;
    - კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
    - მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
    - „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
    - „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
    - პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ს სახით;
    - შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი თავისი შემოთავაზების სახით (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #1, დანართი #1.2, დანართი #1.3 და პროექტის გათვალისწინებით
    - ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე (დეტალები, აღწერილობა, გამოცდილება, სხვა არსებითი გარემოებები).

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #6-ს სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

  • (ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):
    - იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

 5. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

6. კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

7. სატენდერო წინადადების წარდგენა:

სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით. 

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Nonmedical_procurements@vian.health

შენიშვნა #1: დამკვეთი იტოვებს უფლებას, მისი შეხედულებისამებრ, ერთი ან რამდენიმე პოზიცია ხარჯთაღრიცხვიდან თავად შეისყიდოს და მიაწოდოს შემსრულებელს.

შენიშვნა #2: დამკვეთი იტოვებს უფლებას, მისი შეხედულებისამებრ, გამარჯვებულად გამოავლინოს და ხელშეკრულება გაუფორმოს, როგორც ერთ, ასევე თითოეულ სამუშაოზე თითო კომპანიას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 26 ივლისი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს:

გიორგი ბერიძე 
ელ. ფოსტა
: Beridzeg@vian.health
მობ: 591 32 64 22

ზურა ბეროშვილი
ელ. ფოსტა: 
zberoshvili@clinics.ge
მობ.: 571757152

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები

დოკუმენტაცია

დანართი 1 1 - ბოკერია დანართი 1 1 - ბოკერია
დანართი 1 2 - ჯავახიშვილი 83ა დანართი 1 2 - ჯავახიშვილი 83ა
დანართი # 2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ დანართი # 2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
დანართი # 3 - ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება დანართი # 3 - ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება
დანართი # 4 - აფიდატი დანართი # 4 - აფიდატი
დანართი 1 3 - ჯავახიშვილი 85 დანართი 1 3 - ჯავახიშვილი 85
დანართი-6-სტანდარტული-ხელშეკრულება დანართი-6-სტანდარტული-ხელშეკრულება
სახანძრო-უსაფრთხოების-სამუშაოები სახანძრო-უსაფრთხოების-სამუშაოები
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 ივლისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა