ჩაბარების ვადა:

30 ივლისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23223 - ტენდერი საარქივე მომსახურეობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს საარქივე მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე.

ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.

 ტენდერის პირობები:

  • მომწოდებლის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაში ფასი უნდა იყოს გამოსახული ლარში, უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ-ს;
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში და ვალდებულის შესრულების შემდგომ თანხის ჩარიცხვა მოხდება სილქ ბანკში გახსნილ მიმდინარე ანგარიშსზე.

 აუცილებელი მოთხოვნები:

  • კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა დანართი N 1;
  • წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
  •  კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

 პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • მოთხოვნის უზრუნველსაყოად აუცილებელი მატერიალურ ტექნიკური ბაზა;
  • მოთხოვნის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფა.

დამატებითი მოთხოვნა :

შემსყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურეობის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების/ფაქტურის დადასტურებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • არჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

გამარჯვებულის გამოვლენა:

სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  •  შემოთავაზებული პროდუქციის ფასი;
  • მოწოდების ვადები;
  • კომპანიის გამოცდილება.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოთავაზება.

 მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:

  • სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 კომპანიის);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით).

 თანდართული დოკუმენტაცია :

დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა ;

დანართი N2 - მომსახურების აღწერა;

დანართი N3 - ფასების ცხრილი

შემოთავაზებების მიღების წესი:

შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 30 ივლისს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.

 წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები

  • ტენდერის სახელწოდება;
  • კომპანიის სახელწოდება;
  •  საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა).

ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 31 ივლისს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge

დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.geმისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომრებზე:

ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა 
ტელ: 577362888

ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი
577372939

ადმინისტრაციის უფროსი
დოდო სურმავა
577909905
 

ტენდერის კატეგორია:

  • 92500000 ბიბლიოთეკების, არქივების, მუზეუმებისა და სხვა კულტურული დაწესებულებების მომსახურებები
  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება