ჩაბარების ვადა:

16 აგვისტო 2024, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23280 - ტენდერი მიტარბის მინერალური წყლის და ყვიბისის, დაბისა და ცხრაწყაროს მტკნარი მიწისქვეშა წყლის საბადოების სანიტარიული დაცვის ზონებისა და რაციონალური ექსპლუატაციის ტექნოლოგიური სქემების პროექტების შედგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

IDS Borjomi აცხადებს ტენდერს მიტარბის მინერალური წყლის და ყვიბისის, დაბისა და ცხრაწყაროს მტკნარი მიწისქვეშა წყლის საბადოების სანიტარიული დაცვის ზონებისა და რაციონალური ექსპლუატაციის ტექნოლოგიური სქემების პროექტების შედგენაზე 2024 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით.

ყველა მოთხოვნა და დავალება, წინადადებების ატვირთვის ვადის ჩათვლით მითითებულია ტექნიკურ დავალებაში.

პროექტებით გათვალისწინებული უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები:

  • პროექტები შედგენილი უნდა იყოსსასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასდაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარი­ული დაცვის ზონების განსაზღვრისადა დამტკიცების წესის თაობაზესაქართველოს მთავრობის №161 დადგენილების (26.03.2019 .), „საქართველოს კანონი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებისშესახებ“ (20.03.1998 .) და სხვა მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად;
  • სამუშაოები ითვალისწინებს პროექტების მომზადებასა და წარდგენას დამკვეთისადმი და მისიშეთანხმების პროცესის თანხლებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებში;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ მინერალური და მტკნარი მიწისქვეშა წყლისსაბადოების სანიტარული ზონებისა და რაციონალური ექსპლუატაციის ტექნოლოგიური სქემების პროექტების შედგენისა და სახელმწიფო სტრუქტურებში მათი შეთანხმების გამოცდილება.
  • სამუშაოს შესრულებისა და ჩაბარების ვადაა 6 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან.

კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • შესასრულებელი სამუშაოს ფასი;
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • დავალების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 16 აგვისტო, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, კითხვების შემთხვევაში გთხოვთ წერილობით მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: ggogiberidze@borjomi.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 ივლისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა