2 აგვისტო 2024, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23289 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ალტე უნივერსიტეტი“ (ს/კ: 202192643) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით.
შპს „ალტე უნივერსიტეტი“ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 20 წლიანი გამოცდილებისა და ისტორიის მქონე სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 17 ქვეყნის 2 100-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს 5 სკოლაში: ბიზნესის სკოლა, მედიცინის საერთაშორისო სკოლა, სამართლის სკოლა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა,საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლა. ამჟამად უნივერსიტეტი ახორციელებს 12 აკადემიურ პროგრამას, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე.
1.შესყიდვის ობიექტის დასახელება:
შპს „ალტე უნივერსიტეტი“ (ს/კ: 202192643) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული მოთხოვნები: წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის ტექნიკური სპეციფიკაციის, დანართი N1-ის მიხედვით, შესყიდვის ობიექტით მომარაგება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 სექტემბრისა.
2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
შესასყიდი შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N1-ში.
შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.
3. განფასების მოთხოვნის პირობები:
- ფასების მოწოდება ხდება დანართი N1-ის მიხედვით (პრეტენდენტმა დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
- წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული გადასახადები).
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო, ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2. საფოსტო ინდექსი: 0177.
- შესყიდვის ობიექტის მოწოდება აუცილებელია სრულად.
5. ანგარიშსწორების პირობა:
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვის ობიექტის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში.
შენიშვნა: ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია
6. გამარჯვებულის გამოვლენა:
- ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული პლატფორმის საშუალებით.
- სატენდერო კომიტეტი განიხილავს ელ. პლატფორმის საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას.
შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
7. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
- ფასების ცხრილი (დანართი N1). ფასი მოცემული უნდა იყოს ტრანსპორტირებისა და ყველა გადასადახის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი (სკანირებული ვერსია), ისე ექსელის ფორმატი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
- კომპანიის გამოცდილება
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- სარეკომენდაციო წერილები.
8. დამატებითი ინფორმაცია:
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 2 აგვისტო, 15:00 საათი.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.maglaperidze@alte.edu.ge, procurement@alte.edu.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები