ჩაბარების ვადა:

20 აგვისტო 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T23292 - ტენდერი 24 საათიანი დაცვა-უსაფრთხოების მომწოდებლის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ქარვასლა მენეჯმენტ თბილისი" აცხადებს ტენდერს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ "ქარვასლა"- ს  დაცვა-უსაფრთხოების მომწოდებლის შერჩევაზე.

წინამდებარე განაცხადს თანდართული დანართი 1-ით განსაზღვრული მოსაწოდებელი მომსახურების კრიტერიუმები/სტანდარტები. კერძოდ, აღნიშნული დანართით განსაზღვრული, თუ რა სახის პოზიციებს, თანამშრომელთა რაოდენობებს (როგორც ზოგადად, ასევე ცვლაში) ითხოვს შემსყიდველი კომპანია და ასევე სამუშაო გრაფიკი შესაბამის პოზიციებზე მომუშავე ადამიანების.

გამარჯვებულად ჩაითვლება უმცირესი მომსახურების ღირებულების მქონე "მომწოდებელი", და რომლის ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობები პასუხობს მოთხოვნილ სტანდარტებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება.

სპეციალური პირობა:

მომსახურების ფარგლებში უნდა განხორციელდეს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრის დაცვის თანამშრომლებით უზრუნველყოფა და შენობის და პერიმეტრის ზედამხედველობა,, ქონების/ფასეულობების ზედამხედველობა და დაცვა, კანონსაწინააღმდეგო მოქმედების აღკვეთა ან/და დამკვეთის და შესაბამისი სამსახურების ინფორმირება; დაცვის თანამშრომელი შემოსული უნდა იყოს უნიფორმით და აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით.

დასაცავი ობიექტები აღჭურვილია სიგნალიზაცია-სახანძრო და ვიდეო-სამეთვალყურეო უსაფრთხოების სისტემებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება - შესაბამის სფეროში მოღვაწეობის მინ. 5 წლიანი გამოცდილება;

ტენდერის მიმდინარეობა:

  • მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია. 
  • შპს ქარვასლა მენეჯმენტ თბილისის შესაძლებელია შეწყდეს პროცესი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე, შპს ქარვასლა მენეჯმენტ თბილისი იტოვებს უფლებას ფასთა კოტირება სცნოს ანულირებულად თუ პროცესში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია.
  • სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

შეთავაზების ვალუტა: ლარი

შემოთავაზების მიღების ბოდო ვადა: 20.08.2024, 18:00 საათი

შემოთავაზება გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტის მისამართებზე
: office@kmt.ge
და giorgi@kmt.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები