6 აგვისტო 2024, 14:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23300 - ტენდერი გაზაფხულის ქუჩის თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე.
განიხილება მიკროავტობუსები. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, სატრანსპორტო სფეროში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილებით.
დავალებათა აღწერილობა:
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დანართ N3-ში მოცემული გრაფიკებისა და მისამართების მიხედვით, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტის შემოთავაზება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
- კომპანიამ უნდა უზრუნვეყოს ბანკის თანამშრომლების ტრანსპორტირება დელისის მეტროდან გაზაფხულის ქ. N18 -ში და გაზაფხულის ქ. N18 - დან დელისის მეტრომდე;
- ტენდერის მონაწილე კომპანის უნდა იყოს მოქნილი და შეეძლოს ცხრილში და გრაფიკებში განხორციელებულ ცვლილებებზე სწრაფი ადაპტაცია;
- კომპანიამ დანართ N3-ში მოცემული გრაფიკების გათვალისწინებით უნდა შემოგვთავაზოს 1 მიკროავტობუსის და მძღოლის მომსახურების ღირებულება 1 თვის განმავლობაში. (მიკროავტობუსების რაოდენობა მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს)
- ტენდერში მონაწილემ, პროექტის ფარგლებში 1თვის მომსახურების ფასი ლარში (ჯამური სატენდერო ფასი) უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში - „ფასების ცხრილი“ და ასევე ტენდერის ელ-პორტალის სისტემაში; ფასი უნდა მოიცავდეს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს, მათ შორის საწვავის ხარჯებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილიპირის ხელმოწერით.
- პროექტის ფარგლებში უნდა გამოიყოს პროექტის კოორდინატორი, რომელსაც ექნება უშუალო კონტაქტი დამკვეთთან და უნდა მუშაობდეს შესაბამისი ცხელი ხაზი, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში, კოორდინატორთან უწყვეტი კავშირის შესაძლებლობა ექნებათ დამკვეთის წარმომადგენლებს;
- კომპანიას უნდა გააჩნდეს სულ მცირე 2 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
- შემოთავაზებულ მძღოლებს უნდა გააჩნდეთ მგზავრთა გადაყვანის სულ მცირე 2 წლიანი ანალოგიური გამოცდილება;
- შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექნიკური დათვალიერება და უნდა იყოს კარგ მდგომარებაში;
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების სრულად დაჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
ტენდერის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- კომპანიის/ფიზიკური პირის საქმიანობის მოკლე აღწერა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- მძღოლ(ებ)ის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის მათი მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ მოკლემიმოხილვას;
- შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის შესახებ ტექნიკური ინფორმაცია და ფოტოები;
ხელშეკრულების გაფორმების წინ, ტენდერში მონაწილეს შესაძლოა მოეთხოვოს მძღოლების შესახებ დამატებითიინფომაციის წარმოდგენა: ჯანმრთელობის ცნობა, ნასამართლეობის ცნობა, მართვის მოწმობაზე არსებული ქულებისრაოდენობის შესახებ ინფორმაცია/ცნობა. ასევე, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისდამადასტურებელი დოკუმენტი.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი სხვაიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
*ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი. ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 06 აგვისტოს 14:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო პირი:
გიორგი ლომთაძე
glomtadze@bog.ge
579156796
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები