13 აგვისტო 2024, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT23309 - ტენდერი No 204, 210, 213, 219 რეზერვუარების გარე ზედაპირების ანტიკოროზიული დამუშავებისთვის სამუშაოების განხორციელებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს No 204, 210, 213, 219 რეზერვუარების გარე ზედაპირების ანტიკოროზიული დამუშავებისთვის სამუშაოების განხორციელებაზე.
მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, წმინდა სევერიანე აჭარელის ქ. 4გ.
სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:
- ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ტენდერში მონაწილეობის განაცხადი (ტენდერში მონაწილეობის განაცხადის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე)
- ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს პოტენციური მიმწოდებლის ყველა ფაქტობრივ ხარჯს, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული საქონლის, სამუშაოების და მომსახურების საბოლოო ფასს, მათ შორის თანმხლები მომსახურების ღირებულებას, დღგ-ს გათვალისწინებით (თუ დღგ-ს გადამხდელია);
- ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული „ტექნიკური დავალება“
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ასლი (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს
- მიერ სატენდერო განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
- ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
- ცნობა დავალიანების არქონის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
საქონლის/სამუშაოს/მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, მახასიათებლები და სხვა მოთხოვნები მოცემულია ამ დოკუმენტაციის დანართში No1 (ტექნიკური დავალება).
ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე.
გამოცხადების თარიღი: 31.07.2024 წ.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 13.08.2024 წ. / 12:00 სთ
ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას.
პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.
პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები