ჩაბარების ვადა:

15 აგვისტო 2024, 16:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T23330 - ტენდერი ზამთრის სეზონის სპეც ფორმების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002), შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/კ 203828313) და შპს „საგურამო ენერჯი“ (SENG, ს/კ 206337007) (შემდგომში „შემსყიდველი“) აცხადებს კონსოლიდირებულ ელექტრონულ ტენდერს ზამთრის სეზონის სპეც ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით. 

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერი გამოცხადებული არის 1ლოტად:
  • ზამთრის სპეც ფორმების შესყიდვა - დანართი N1-ის მიხედვით, რომლის მომარაგება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ა.წ. 01 ნოემბრისა.

შენიშნვა: შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობისა და დასრულების პროცესში შეიტანოს მცირედი ვლილებები რაოდენობებში და ზომებში, რაც დარეგულირდება შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.  

1.2 საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • სპეც ფორმების კონსოლიდირებული რაოდენობა, აღწერით, ფოტომასალითა და ზომებით წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით.
  • ქსოვილის შემადგენლობა და მოთხოვნები მოცემულია დანართი N2-ის სახით.
  • დასატანი ლოგოები თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას.  

შენიშვნა: ფოტომასალა (საორიენტაციოდ) და აღწერილობა არის მაქსიმალურად მოცემული, თუმცა შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერის შედეგების განხილვის მომენტში, საჭიროებისამებრ შეიტანოს მცირეოდენი ცვლილება დიზიანის კუთხით.

ზომები მოცემულია თანამშრომლების რეალური ზომების შესაბამისად და საბოლოო ზომები დადგინდება შერჩეული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის ზომასთან მიმართებაში. 

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც PDF ფორმატში, ასევე ექსელის ფორმატში ცვლილების გარეშე. 

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

საქონლის მოწოდება უნდა მოხდეს წინასწარი შეთანხმებით კომპანიების მიხედვით ზამთრის სპეც ფორმები - არაუგვიანეს ა.წ. 15 ნოემბრისა,

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ქ. თბილისი, წყალსადენის ქ 7;
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ქ. რუსთავი, წმ ნინოს ქ 5;
  • შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ - ქ. გარდაბანი, ყოფილი თბილსრესის ტერიტორია;
  • შპს „ საგურამო ენერჯი“ - ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ 10.

შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში შემსყიდველი იტოვებს უფლებას საქონლის მიწოდება მოითხოვოს განსაზღვრული მისამართებიდან განსხვავებულ ლოკაციაზე 

1.5 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე არაუმეტეს მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 25 %-სა. 

1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ყველა გადასადახის ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში;
  • მწარმოებლის მიერ გაცემული ქსოვილის ხარისხის და ტექნიკური მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მოცემული იქნება შემოთავაზებული საქონლის ქსოვლის შემადგენლობა. ამასთან პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი თანხვედრაში უნდა იყოს დანართი#2-ით მოცემულ სპეციფიკაციებთან;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  • ტენდერის დასრულებიდან, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, იმ კომპანიებს, რომელთა ტექნიკური მონაცემები დააკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვებს, გაეგზავნებათ შეტყობინება სატენდერო პოზიციების თითო-თითო ნიმუშის (უსასყიდლოდ) წარმოსადგენად, რომელიც უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს შეტყობისნების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეში მისამართზე: ქ თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ N10. ნიმუშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნება შესყიდვის პროცესიდან.

შენიშვნა: შემსყიდველი იტოვებს უფლებას კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს ჩაუტარდეს ექსპერტიზა პრეტენდენტის ხარჯებით. ასევე, გამარჯვების შემთხვევაში, შემსყიდველს აქვს უფლება, მიღებული საქონლის ბრმა შერჩევის გზით, ჩაუტარდეს ქსოვილის შესაბამისობის დადგენის ექპერტიზა, რომელიც დარეგულირდება ნასყიდობის ხელშეკრულებით.   იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის შედეგები არ იქნება თანხვედრაში კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დანართი #2-ში მოცემულ სპეციფიკაციებთან, კონკურსანტი დისკვალიფიცირებულ იქნება შესყიდვის პროცესიდან, ხოლო საქონლის მოწოდების შეუსაბამობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციოები დარეგულირდება ნასყიდობის ხელშეკრულების ფარლებში.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.  

1.7 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისთვის დამოუკიდებელი  ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით.

1.8 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
     - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 აგვისტო, 16:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარილ
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192500

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 აგვისტო 2024 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა