20 აგვისტო 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT23340 - ტენდერი შერჩეული დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციების მართვის გეგმის მონიტორინგისა და შეფასების სტანდარტიზაციისათვის განტის ცხრილის (Gant Chart) პრაქტიკაში დანერგვა და გაუმჯობესებაზე
ტენდერის აღწერილობა:
კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) აცხადებს ტენდერს შერჩეული დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციების მართვის გეგმის მონიტორინგისა და შეფასების სტანდარტიზაციისათვის განტის ცხრილის (Gant Chart) პრაქტიკაში დანერგვა და გაუმჯობესებაზე.
ადგილმდებარეობა: დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები.
ხანგრძლივობა: აგვისტო 2024 - მაისი 2025
კონტრაქტის ტიპი: საკონსულტაციო მომსახურება/ტექნიკური დახმარება.
აპლიკაციის პროცედურა: სრული სააპლიკაციო პაკეტი უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruiting@caucasus-naturefund.org. სათაურში უნდა მიეთითოს: „მართვის გეგმის მონიტორინგისა და შეფასების სტანდარტიზაცია (Gant Chart)“.
განაცხადის წარდგენის ვადა: 20 აგვისტო 2024
კავკასიის ბუნების ფონდის შესახებ:
კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) წარმოადგენს კონსერვაციის სატრასტო ფონდს, რომელიც შეიქმნა 2007 წელს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერითა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), კონსერვაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (Conservation International) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი – გერმანიის (WWF Germany) მონაწილეობით.
სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაცული ტერიტორიების ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების ხელშეწყობის მიზნით, გრძელვადიანი დაფინანსების და მართვის გაუმჯობესების უზრუნველყოფით კავკასიის ბუნების ფონდი ხელს უწყობს კავკასიის უნიკალური ფლორის, ფაუნის და ეკოსისტემების კონსერვაციას მომავალი თაობებისთვის და ამავე დროს, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
კავკასიის ბუნების ფონდის მიერ დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას საოპერაციო და საკადრო დანახარჯების შევსებით და შესაძლებლობების გაძლიერებას დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესების მიზნით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ბრაკონიერობასთან ბრძოლა, ხე-ტყის ჭრა და სხვა უკანონო ქმედებებზე რეაგირება, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი სახეობების და ბუნებრივი ეკოსისტემების მონიტორინგი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ეკო-ტურიზმისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. https://www.caucasus-naturefund.org
განსახორციელებელი პროგრამის აღწერა:
მენეჯმენტის გეგმა დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვან სამუშაო დოკუმენტს წარმოადგენს, რომელზეც დაფუძნებულია ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შედგენა და განხორციელება. მენეჯმენტის გეგმა უნდა იყოს კარგად ჩამოყალიბებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის ძირითად ღირებულებებს, მახასიათებლებს, მიზნებს, ამოცანებს და განსახორციელებელ ქმედებებს, შესაბამისი ინდიკატორებით, რომელიც გაზმოვადობისა და შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
მენეჯმენტის გეგმის შემუშავება და მოქმედება სხვადასხვა ციკლს მოიცავს, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის N110 (https://matsne.gov.ge/ka/document/view/2272614?publication=0) ბრძანებითაა განსაზღვრული. მნიშვნელოვანია მენეჯმენტის გეგმის მიზნების და ამოცანების სწორად ფორულირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია აღნიშნული ქმედებების შესრულების მონიტორინგი და შეფასება, რომლის შედეგების გამოყენება და ინტეგრირება უნდა მოხდეს მთავრობის N629 (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4747283?publication=0) დადგნილების მიხედვით შემუშავებულ წლიურ ანგარიშებში. მონიტორინგი მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდის მუდმივად თანმდევი პროცესია, რაც მოიცავს მონიტორინგისა და შეფასების შედეგების ინტერგრირებას დაცული ტერიტორიის მართვაში - ადაპტური მენეჯმენტი.
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია შერჩეული დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების (1)ბორჯომ-ხარაგაულის,(2)ლაგოდეხის, (3)თუშეთის, (4)ვაშლოვანის, (5)მტირალას, (6)ჯავახეთის, (7)ალგეთის, (8)ყაზბეგის,(9)კინტრიშის, (10)ფშავ-ხევსურეთის, (11)მაჭახელას, (12)ბაწარა ბაბანეურის დტ და (13)არაგვსა და(14)თუშეთის დაცული ლანდშაფტების თანამშრომელთათვის ტერიტორიულ ადმინისტრაციებში,ინივიდუალური სწავლების ორგანიზება მართვის გეგმის მონიტორინგისა და შეფასების სტანდარტიზებული მეთოდის - ე.წ. განტის ცხრილის (Gant Chart) ეფექტურად გამოყენების, არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისა და მთავრობის N629 დადგენილების მიხედვით წლიურ ანგარიშებში მიღებული შედეგების ინტეგრირება. მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად განავითარებს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების შესაბამის თანამშრომელთა უნარებს, რაც დადებითად აისახება მართვის ეფექტურობის ზრდაზე და ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეფექტურად გამოიყენოს შიდა რესურსი. შიდა რესურსის გამოყენებით მონიტორინგი და მათი ჩართულობის გაზრდა დადებითად აისახება მენეჯმენტის გეგმის შესრულებაზე, რადგან მენეჯმენტის გეგმა გახდება ყოველდღიური სამუშაო დოკუმენტი.
სრული აღწერილობისთვის იხ. თანდართული დოკუმენტაცია.
განაცხადის წარდგენის წესი:
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- მოკლე სამოტივაციო წერილი;
- დეტალური CV იმ ექსპერტებისა, რომლებიც პროგრამის განხორციელებაში იქნებიან ჩართულები, იმის მითითებით თუ თითოეულ მათგანს რა კონკრეტული როლი და ფუნქცია ექნება სამუშაო პროცესში;
- დეტალური ბიუჯეტი;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია და მსგავსი პროექტების განხორციელების ჩამონათვალი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 აგვისტო.
განაცხადის პაკეტი უნდა გაიგზავნოს მისამართზე recruiting@caucasus-naturefund.orgსათაურის ველში შემდეგი მითითებით – „მართვის გეგმის მონიტორინგის და შეფასების სტანდარტიზაცია (Gant Chart)“.
საკონტაქტო ინფორმაცია:
(დამატებითი შეკითხვებისთვის)
ტენდერის კატეგორია:
- 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
- 72300000 მონაცემთა მომსახურება
- 72900000 კომპიუტერის მონაცემების სარეზერვო დუბლირება და კატალოგების კონვერტირება