ჩაბარების ვადა:

16 აგვისტო 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23368 - ტენდერი საქართველოს ბანკის ოფისებსა და ბექოფისებში სუსტი დენებისა და ინტერნეტის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ოფისებსა და ბექოფისებში სუსტი დენებისა და ინტერნეტის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე. 

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება  სამუშაოების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები.

ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ბანკის მხრიდან დავალებები გაიცემა ინციდენტების სახით, რომლის რიცხოვნობა ყოველთვიურად ცვალებადია.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება, ყოველი თვის ბოლოს წარმოდგენილი ფორმა 2-ების შესაბამისად, სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);  და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში; 
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში“ (დანართი 1) უნდა მიუთითონ როგორც მასალის ასევე მომსახურების ფასი ყველა გადასახადის ჩათვლით 
  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს ბანკს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • შევსებული ფასების ცხრილი
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  • რეკომენდაციები არანაკლებ 2

დაინტერესებულ კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)

უნდა გააჩნდეს ადამიანური და მატერიალური რესურსი უზრუნველყოს ერთდროულად 3 ინციდენტზე რეაგირება და მისი მოგვარება

შეფასება:

ბანკის მხრიდან გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად გათვალისწინებული იქნება, როგორც კომერციული პირობა ასევე ანალოგიური გამოცდილება, ინციდენტზე რეგიარების ოპერატიულობა, ტექნიკური და ადამიანური რესურსი. 

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 16 აგვისტო, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო პირი:

ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge
ტელ: +995 551 46 20 03

ტენდერის კატეგორია:

  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 32400000 ქსელები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 აგვისტო 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა