ჩაბარების ვადა:

12 აგვისტო 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T23380 - ტენდერი ვებ აპლიკაციის აუდიტის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ონლაინ ჰაუსის მარკეტინგული დეპარტამენტი ეძებს ვებ აპლიკაციის აუდიტის წარმოების მიმართებით სააგენტოს ან ინდივიდს, რომელიც ჩაატარებს უკვე არსებული აპლიკაციის აუდიტს. ეს არის მოკლევადიანი პროექტი კონტრაქტის საფუძველზე.

მოვალეობები:

  • ვირტუალური რეალობის ონლაინ აპლიკაციის სრული აუდიტის ჩატარება
  • კოდის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შემოწმება
  • პოტენციური პრობლემებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • დეტალური ანგარიშის მომზადება აღმოჩენილი საკითხებისა და რეკომენდაციების შესახებ

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აპლიკაციების განვითარების მიმართულებით
  • ძლიერი ცოდნა VR ტექნოლოგიებში, მათ შორის Unity ან Unreal Engine
  • გამოცდილება აპლიკაციების აუდიტსა და ხარისხის კონტროლში
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარები

შენიშვნა: საორიენტაციო თარიღები დადასტურდება ხელშეკრულების ხელმოწერამდე. 

როგორ მიიღოთ მონაწილეობა: დაინტერესებულმა პირებმა/სააგენტოებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი:

  • რეზიუმე და ნამუშევრების პორტფოლიო, განსაკუთრებით ამ დავალებასთან ყველაზე მეტად დაკავშირებული სამუშაოების ხაზგასმით
  • ფინანსური წინადადება

შემოთავაზებების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr.mktgn@gmail.com არაუგვიანეს 2024 წლის 12 აგვისტოს.

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "ვირტუალური რეალობის აპლიკაციის აუდიტორი/შემმოწმებელი".

საკონტაქტო ინფორმაცია:
hr.mktgn@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72400000 ინტერნეტმომსახურებები