ჩაბარების ვადა:

16 აგვისტო 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23404 - ტენდერი ზამთრის სპეც ფეხსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორის“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ზამთრის სპეც ფეხსაცმლის შესყიდვასთან დაკავშირებით. 

შპს „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელმაც 27 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს და ლიდერია საავტომობილო მომსახურების დარგში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“ სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. 

განსაკუთრებული მოთხოვნები: წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ,დანართი N1-ის მიხედვით სპეც ფეხსაცმლით მომარაგება სამი კვირის ვადაში.

მოწოდებულ სპეც ფეხსაცმელზე უნდა გავრცელდეს გარანტია, საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 6 თვის ვადით.

ყველა მოწოდებულ ნიმუშს თან უნდა ერთვოდეს სპეც ფეხსაცმლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში ტენდერის დასრულებიდან არაუგვიანეს, 5 დღისა  18:00 საათისა მისამართზე: ქ.თბილისი, შალიკაშვილის #8-ში. ნიმუშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება შესყიდვის პროცედურიდან. 

1. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • შესასყიდი სპეც ფეხსაცმლების საორიენტაციო რაოდენობა 6 თვის ჭრილში წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
  • აუცილებელი მოთხოვნა: ყველა წარმოდგენილ სპეც ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს სერთიფიკატი 

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და წლიური რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

2. განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული გადასახადები). 

3. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

  • სპეც ფეხსაცმელების მიწოდების ადგილი: საქართველო, ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22ბ კორპუსი.
  • მოწოდება უნდა განხორციელდეს სრულად, ხელშეკრულების გაფორმებიდან  3 კვირის განმავლობაში.

4. ანგარიშსწორების პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე, არაუმეტეს მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 30 %-ისა.

5. გამარჯვებულის გამოვლენა:

ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული პლატფორმის საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით. 

სატენდერო კომიტეტი განიხილავს ელ. პლატფორმი საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ფასი - 50 ქულა;
  • შემოთავაზებული პროდუქციის/ წარმოდგენილი ნიმუშის ხარისხი - 40 ქულა;
  • ომპანიის გამოცდილება/პროფაილი- 10 ქულა.

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

6. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ტრანსპორტირებისა და ყველა გადასახადის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა. 
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები

7. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
  • ნიმუშები უნდა იყოს მოწოდებული დახურულ ყუთში, ზემოდან პრეტენდენტი კომპანიის სახელწოდებით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, შალიკაშვილის #8. ტენდერის დასრულების შემდეგ, პრეტენდენტების მოთხოვნის შესაბამისად, ნიმუშები დაუბრუნდება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 16 აგვისტო 18:00 საათი. 

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Marketingorders@tegetamotors.ge

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის  16 აგვისტო, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი
ანა ტორჩინავა
ტელ: 595521599.

ტენდერის კატეგორია:

  • 18800000 ფეხსაცმელი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 აგვისტო 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა