ჩაბარების ვადა:
        
    15 აგვისტო 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT23423 - ფასთა გამოკითხვა საბროკერო მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 15 აგვისტო 2024 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას საბროკერო მომსახურებაზე.
დაზღვეულთა რაოდენობა:
1200 თანამშრომელი.
საოჯახო პაკეტის გათვალისწინებით 2100 ჯამში.
უფლება მოვალეობები:
ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა.
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შეთანხმება დამკვეთთან
 - წინადადებების განხილვა, ანალიზი, კომპანიის რისკების მნიშვნელობის მიხედვით შემოთავაზებული პროდუქტების ანალიზი და რეპორტის მომზადება დამკვეთისთვის
 - სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა, სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკის, ფინანსური მაჩვენებლების შესწავლა და სადაზღვევო ხელშეკრულებების იურიდიული და ფინანსური ნაწილის ანალიზი სადაზღვევო ბაზრის მაჩვენებლებთან მიმართებაში. ამ მონაცემების გათვალისწინებით საუკეთესი წინადადების გამოვლენა.
 - დაზღვევის ხელშეკრულების გასაფორმებლად ყველა საჭირო დოკუმენტაციის/ინფორმაციის შეგროვება და გამოთხოვა შესაბამისი დაწესებულებებისგან;
 - შესყიდული სადაზღვევო პროდუქტის გაცნობა და პირობების თუ სერვისის განხილვა დაზღვეულთათვის ყველა ლოკაციაზე
 - ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
 - პრობლემური შემთხვევების გამოვლენა და რეაგირება დაზღვეულის მომართვის შემთხვევაში.
 - სატელეფონო ზარების მიღება
 - უკმაყოფილო დაზღვეულთან დროული კომუნიკაცია, პრობლემის იდენტიფიკაცია, გაანალიზება, მოგვარება.
 - ექსპერტების და დარგის სპეციალისტების გამოცდილების ჩართვა რთული შემთხვევების მოგვარებისას, საჭიროებისამებრ.
 - სახელშეკრულებო ვადის პერიოდში დოკუმენტაციის წარმოება მზღვეველსა და დამზღვევს შორის, საჭიროებისმიხედვით საკომუნიკაციო საკითხში ჩართვა და მოგვარება.
 - დაზღვეულთა კმაყოფილების კვლევის საფუძველზე შედეგების სადაზღვევო კომპანიასთან განხილვა და მუშაობასერვისის თუ პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის სადაზღვევო პერიოდის განმავლობაშიც, ხელშეკრულების ცვლილებაზე მუშაობა გაუმჯობესების მიზნით.
 
პროფესიული დაავადებების მართვა და პროფილაქტიკური გამოკვლევები
- პროფესიული დაავადებების რისკების გამოვლენა, არსებული რისკების მიხედვით მოსალოდნელ დაავადებათა ნუსხის შემუშავება და სადაზღვევო პროდუქტში გათვალისწინება ამ რისკების სრულად დაფარვის მიზნით.
 - პროფესიული დაავადებების გამოვლენილი რისკებიდან გამომდინარე, პროფილაქტკიური გამოკვლევების და საჭირო დარგის სპეციალისტების დაგეგმარება, შესრულება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
 - პირველადი ჯანდაცვის ობიექტის (სამედიცინო დაწესებულება) მოძიება, ტენდერის ან პირდაპირი შერჩევის გზით (საჭიროებიდან გამომდინარე).
 - შერჩეული სამედიცინო დაწესებულების და გამოკვლევების პროცესის მონიტორინგი, ლოკაციებზე.
 - დოკუმენტაციის წარმოების მონიტორინგი, წარმოდგენილი ფორმა 100 ების ანალიზი.
 - რამდენად სრულყოფილად ხდება კომპანიისთვის საჭირო დოკუმენტაციის შევსება კლინიკის მიერ, მათი ანალიზი და რეკომენდაციის გაწევა კლიენტი ორგანიზაციისთვის თითოეულ სენსიტიურ დიაგნოზზე და მის შესაბამისობაზე გამოკვლეული პირის შესასრულებელ სამუშაოსთან.
 
აუცილებელი მოთხოვნა:
- ბროკერი ფლობდეს სამედიცინო განათლებას.
 - სადაზღვევო ბროკერი უნდა იყოს ლიცენზირებული და წარმოადგინოს ვალიდური ლიცენზია სადაზღვევო კანონის შესაბამისად.
 
გთხოვთ წარმოადგინოთ შეთავაზება და ინფორმაცია გამოცდილების შესახებ არაუგვიანეს 2024 წლის 15 აგვისტოს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო ბერიძე
+995558106501
Nino.beridze@cement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები