14 აგვისტო 2024, 17:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T23444 - ტენდერი საოფისე სკამების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს ტენდერს საოფისე სკამების შესყიდვაზე.
შესასყიდი საქონლის ტექნიკური დახასიათება მოცემულია თანდართულ ექსელის ფაილში.
გამოყენების არეალი: სასწავლო დაწესებულება
ანგარიშსწორების პირობები:
- სატენდერო წინადადებაში შესყიდვის ობიექტის და მომსახურების ღირებულება გამოსახული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
- ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში.
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ქალაქი თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 22ა; მომწოდებელმა საქონელი უნდა განათავსოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ოთახებში ზემოაღნიშნულ მისამართზე მდგომ ოთხ სართულიან შენობა-ნაგებობაში;
- საქონლის მოწოდებისა და ადგილზე მოწოდება/განთავსება უნდა მოხდეს 2024 წლის 26-დან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში;
პრედენტენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ფასების შევსებული ცხრილი (გთხოვთ, თანდართულ ექსელის ფაილში შეავსოთ მხოლოდ ყვითლად შეფერილი უჯრები);
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ, (წარმოდგენილი ფორმის შევსება).
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- შემოთავაზებული საქონლის (სკამების) დეტალური აღწერილობა;
სატენდერო წინადადების ბოლო ვადა: 2024 წლის 14 აგვისტო, 17:00 საათი
· გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების tenders.ge-ზე არასრულად/არასწორად ატვირთვის შემთხვევაში, შემსყიდველი არ განიხილავს წარმოდგენილ შემოთავაზებას. დოკუმენტაციის მოწოდება შესაძლებელია მხოლოდ tenders.ge-ზე ზემოაღნიშნული დოკუმენტების ატვირთვის გზით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით დოკუმენტების გამოგზავნის შემთხვევაში არ განიხილება ამგვარი წინადადება;
· შემსყიდველი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 14 აგვისტო, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო პირები:
შესყიდვების მენეჯერი:
ნინო ლილუაშვილი
n.liluashvili@gipa.ge
ტელ 579 444 147
ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
მამუკა დიდმანიძე
m.didmanidze@gipa.ge
ტელ 595 17 55 00
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი