ჩაბარების ვადა:

23 აგვისტო 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23446 - ტენდერი ტერაბანკში არსებული Forcepoint DLP-ის კონფიგურაციის ერთჯერადი აუდიტის და გეპ ანალიზის შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს- ტერაბანკში არსებული Forcepoint DLP-ის კონფიგურაციის ერთჯერადი აუდიტის და გეპ ანალიზის გაკეთების თაობაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება  გენერალური მომსახურების ხელშეკრულება.

კომპანიის მიმართ მოთხოვნები:

  • ანალოგიური საქმიანობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
  • შესრულებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი ( მოკლე აღწერილობით და საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
  • კომპანიას უნდა ჰყავდეს შესაბამისი სერთიფიცირებული ინჟინრები IBM-ის პროდუქტზე:
    - IBM Certified Administrator - Security QRadar SIEM V7.5
    - IBM Certified Analyst - Security QRadar SIEM V7.5
  • ინჟინრების სამუშაო გამოცდილებისა და შესაბამისი სერტიფიკატების წარდგენა.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • მომსახურების საფასური ,ფასი მოცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი.
  •  მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 23 აგვისტო, 18:00 სთ
  • შეთავაზების ვალუტა: N/A
  • ვაჭრობის ტიპივაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

ირაკლი მიქაძე
Irakli.mikadze@terabank.ge 
255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595600104

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 აგვისტო 2024 დრო 14:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა