
14 აგვისტო 2024, 17:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T23475 - ტენდერი პადელის მოედნის შესყიდვაზე, მოწოდებასა და მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს ტენდერს პადელის მოედნის შესყიდვაზე, მოწოდებასა და მონტაჟზე
შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები/სპეციფიკაციები მოცემულია შესავსებ ფასების ცხრილში (იხ. ექსელის ფაილი).
გამოყენების არეალი: სასწავლო დაწესებულება
- ანგარიშსწორების პირობები:
- სატენდერო წინადადებაში შესყიდვის ობიექტის და მომსახურების ღირებულება გამოსახული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით
- ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში. - შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ქალაქი თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 22ა; მომწოდებელმა მოედნის მონტაჟი უნდა განახორციელოს ზემოაღნიშნულ მისამართზე არსებულ ნაკვეთში, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ადგილას;
- საქონლის მოწოდებისა და ადგილზე განთავსების ბოლო ვადა, 2024 წლის 7 სექტემბერი;
- წარმოდგენილი ფასი უნდა მოიცავდეს პადელის მოედნის მოწყობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს: მოედნის კონსტრუქციის ღირებულებას, ადგილზე ტრანსპორტირებას, კონსტრუქციის მონტაჟსა და მოედნის ზედაპირის მოწყობას (გარდა მოედნისთვის საჭირო ზედაპირის მომზადებისა და ადგილზე ამწის მომსახურებისა);
პრედენტენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ფასების შევსებული ცხრილი (გთხოვთ, თანდართულ ექსელის ფაილში შეავსოთ მხოლოდ ყვითლად შეფერილი უჯრები);
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ, (წარმოდგენილი ფორმის შევსება);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- სატენდერო წინადადების ბოლო ვადა: 2024 წლის 14 აგვისტო, 17:00 საათი
გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების tenders.ge-ზე არასრულად/არასწორად ატვირთვის შემთხვევაში, შემსყიდველი არ განიხილავს წარმოდგენილ შემოთავაზებას. დოკუმენტაციის მოწოდება შესაძლებელია მხოლოდ tenders.ge-ზე ზემოაღნიშნული დოკუმენტების ატვირთვის გზით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით დოკუმენტების გამოგზავნის შემთხვევაში არ განიხილება ამგვარი წინადადება;
შემსყიდველი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 14 აგვისტო, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო პირები:
შესყიდვების მენეჯერი
ნინო ლილუაშვილი
n.liluashvili@gipa.ge
ტელ 579 444 147
ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მამუკა დიდმანიძე
m.didmanidze@gipa.ge
ტელ 595 17 55 00
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები