ჩაბარების ვადა:

20 აგვისტო 2024, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23482 - ტენდერი ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე N16-ში მდებარე ოფიცერთა სასახლის სარესტავრაციო კვლევითი დოკუმენტის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „შემოქმედებითი ცენტრი ერისიონი“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე N16-ში მდებარე ოფიცერთა სასახლის სარესტავრაციო კვლევითი დოკუმენტის მომზადებაზე, #12/08-Erisioni-RestDoc-24.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • ომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ნფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N16

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ანაზომებისა (რომელიც დასაზუსტებელია შემსრულებლის მხრიდან) და სამუშაოთა ჩამონათვალის ფაილები, ასევე მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ ფოტომასალა - https://we.tl/t-q800NKI4WL (დანართი N1, დანართი N2, დანართი N3),რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალექსნადრე ყაზბეგის გამზირი N2. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „შოთა რუსთაველის გამზირზე N16-ში მდებარე ოფიცერთა სასახლის სარესტავრაციო კვლევითი დოკუმენტის მომზადება“ და ნომერი - #12/08 -Erisioni-RestDoc-24, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ავთანდილ მანჯავიძე ტელ: 595 71 12 72

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 20 აგვისტო, 17:00 სთ; შეთავაზების ვალუტა: ლარი (დღგ-ს ჩათვლით)

ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ:

გიორგი ძიძიკაშვილი
 ტელ: 555 19 21 25

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები