20 აგვისტო 2024, 17:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T23486 - ტენდერი ჰიგიენური საშუალებებისა და სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს ჰიგიენური საშუალებებისა და სამეურნეო საქონლის შესყიდვის თაობაზე:
1. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 20 აგვისტოს 17:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 12 აგვისტო, 2024 წ
- ხელშეკრულების გაფორმება: 15 სექტემბერი 2024 წ
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
1. ტენდერის შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:
შესყიდვის ობიექტები:
- შპს „ალტა“ ,
- შპს „ალტა რითეილი“,
- შპს „სერვის პლაზა“
ლოტ 1 : ჰიგიენური საშუალებები
ლოტ 2 : სამეურნეო საქონელი
ჰიგიენური საშუალებებისა და სამეურნეო საქონლის ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართ #1 -სა და დანართ #2-ში. (ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).
პროდუქციის მიწოდება ხორციელდება ყოველთვიურად.
2. პროდუქციის მიწოდების ადგილი:
- შპს „ალტას“ და მისი შვილობილი კომპანიების: შპს „ალტა რითეილის“ და შპს „სერვის პლაზას“ მისამართებზე.
- მისამართები იხილეთ დანართ #3-ში.
3. სატენდერო მოთხოვნები:
- პროდუქციის შეკვეთა მოხდება თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გახდეს დამატებითი შეკვეთის გაკეთება.
- გამარჯვებული კომპანია შეკვეთას მიიღებს, მეილის საშუალებით. საიტის არსებობის შემთხვევაში შეკვეთის განთავსება მოხდება ონლაინ.
- შეკვეთის განთავსების შემდეგ, გამარჯვებულმა კომპანიამ, შეკვეთის მიწოდება უნდა განახორციელოს, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს საქონლის მიწოდება საქართველოს მასშტაბით, სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართულ ფაილში(იხ. დანართი #3) მითითებულ მისამართებზე.
- საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მოვითხოვოთ პროდუქტის ნიმუშის მოწოდება.
4. დამატებითი ინფორმაცია:
- შემსყიდველი კომპანია უფლებას იტოვებს ლოტების მიხედვით გამოავლინოს გამარჯვებული კომპანია/ები.
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის ვადით.
- პროდუქციის ფასები ხელშეკრულების პერიოდში დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში.
- ანგარისსწორება იწარმოება ლარში. პროდუქციის მიღებიდან მიმდინარე თვეს დამატებული 15 დღის ვადაში
5. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კონტრაქტორი კომპნიების სია.
- კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- შესასყიდი საქონლის ფასი
- გადახდის პირობა
- შემოთავაზებული საქონლის ხარისხი
- კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
- საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება
6. სატენდერო წინადადება:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესშიდა საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდ აიქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 აგვისტო, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების სპციალისტი
საკონტაქტო პირი: თათული კოსტავა
ელ. ფოსტა: t.kostava@alta.ge
ტელ: +995 568 01 06 46
შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11
ტენდერის კატეგორია:
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები