
20 აგვისტო 2024, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT23494 - ტენდერი ძაბვის და დენის ძალის გამზომი ტრანსფორმატორების ელექტროტექნიკური გაზომვების ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ძაბვის და დენის ძალის გამზომი ტრანსფორმატორების ელექტროტექნიკური გაზომვების ჩატარებაზე, 13/08-GIEC/S-Measurement-24.
ლოტი #1: შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
მომსახურეობის სახეობა: აღრიცხვის კვანძებში მონაწილე ძაბვის და დენის ძალის გამზომი ტრანსფორმატორების ელექტროტექნიკური გაზომვები ქსელის წესების, სეს-ის და ესკოს მოთხოვნების შესაბამისად.
სამუშაოს შესრულების ადგილი:
- გაზომვები უნდა შესრულდეს შემდეგ ჰეს-ებზე:
- რაჭა ჰესი; ბჟუჟა ჰესი; კახარეთი ჰესი; ტირიფონი ჰესი; ალაზანი ჰესი და ალაზანი 2 ჰესი.
სამუშაოების შესრულების ვადა: 10 სამუშაო დღე
ლოტი #2: შპს „რიცეულა ჰესი“
მომსახურეობის სახეობა: აღრიცხვის კვანძებში მონაწილე ძაბვის და დენის ძალის გამზომი ტრანსფორმატორების ელექტროტექნიკური გაზომვები ქსელის წესების, სეს-ის და ესკოსმოთხოვნების შესაბამისად.
სამუშაოს შესრულების ადგილი: გაზომვები უნდა შესრულდეს რიცეულა ჰეს-ზე.
თანდართული დოკუმენტები:
- ჰეს-ებზე არსებული ალფა მრიცხველების ელექტრული სქემები.
- ჰეს-ების ცალხაზოვანი სქემები
- დანართი #1 (წარმოადგინეთ შევსებული)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
შენიშვნა:
დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
შენიშვნა:
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით დამოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
- კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 13/08-GIEC/S-Measurement-24
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34, / ალ. ყაზბეგის გამზ. #2
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ავთანდილ მანჯავიძე
ელ-ფოსტა: amanjavidze@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 595 71 12 72
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე
საკონტაქტო ნომერი
ტელ: 598 760 796
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 აგვისტო, 12:00 საათი
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები