
26 აგვისტო 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT23496 - ტენდერი ქუთაისის სერვისცენტრის საფასადე ვიტრაჟების მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, ქუთაისის სერვისცენტრის საფასადე ვიტრაჟების მოწყობაზე.
შენობა-ნაგებობის საერთო სართულიანობა: 6
სამონტაჟო ფართობი 120 მ².
მის.: ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის #41.
ს/კ: 03.04.24.044.08.502
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1-ში, ფასების ცხრილი (მითითებული მოცულობები შესაძლოა შეიცვალოს, როგორც ზრდის ასევე კლების მიმართულებით);
დეტალური ინფორმაცია და სფეციფიკაციები მოცემულია დანართი #2-ში.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნებისა და ელექტრონული სახით, ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.
შემოთავაზების წარმოდგენის წესი და ვადები:
წინადადების წარმოდგენის საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 26 აგვისტოს, 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში (ორიგინალი დოკუმენტაცია, წინადადების ელექტრონული ვერსიასთან ერთად, CD დისკზე ან USB მეხსიერების ბარათზე).
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- პრეტენდენტის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- ტენდერის დასახელება: სს „ქართუ ბანკი“ - ქუთაისის სერვისცენტრის საფასადე ვიტრაჟების მოწყობა
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.
საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- არანაკლებ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი;
- ფინანსური ბრუნვის ამონაწერი, არანაკლებ 2 წლის პერიოდზე;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- ინფორმაცია მსგავსი ობიექტების პროექტების რეალიზაციის შესახებ.
- სრულად შევსებული Excel-ის ფაილი - დანართი #1;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაპრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
- შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მითითებულ მოცულობებს და ტექნიკურ მოთხოვნებს;
- წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს იტმ-სა და სმნ-ის მოთხოვნების შესაბამისად.
დამატებითი მოთხოვნები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- პრეტენდენტებმა დანართი #1-ის შესაბამის ველში უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი, მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს დანართი #1-ში მითითებული მასალების შესაბამისი ნიმუშები.
- ტენდერში მონაწილე კომპანიებს ტენდერის დასრულებიდან (მოთხოვნის შემთხვევაში), 1 თვის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონ წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინონ გატანა მიწოდების მისამართიდან.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში შეუძლია მოითხოვოს წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინოს გატანა მიწოდების მისამართიდან.
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში - კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე:
საორგანიზაციო საკითხებზე:
ირაკლი შენგელაია
მობილური ნომერი: (+995) 595 331 604, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (464);
ელ. ფოსტა: procurement@cartubank.ge
ტექნიკურ საკითხებზე:
ირაკლი გვაძაბია, მობილური ნომერი: (+995) 599 963 280, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (165);
ელ. ფოსტა: procurement@cartubank.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები