ჩაბარების ვადა:

27 აგვისტო 2024, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23499 ტენდერი ზუმფარის შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია; ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა: 27 აგვისტო 15:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ზუმფარების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

  დასახელება რაოდენობა
1 P 120 ზუმფარა მშრალი 150 დიამეტრით 15 ნახვრეტით 2000
2 P 80 ზუმფარა მშრალი 150 დიამეტრით 15 ნახვრეტით 6000


გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება. 

მოწოდების ვადა

  • მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2024 წლის სექტემბერში
  • მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მოწოდება/დასაწყობება მითითებულ ლოკაციაზე.

ანაზღაურება

მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;

დანართი N2- ფასების ცხრილი

ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულებაში ჩაიდება მუხლი ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით სავალუტო კურსის პროპორციულად.

ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;

დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 27/08/2024 15:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 27 აგვისტო 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
 ტელ: +995 599 27 87 97
 ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 14500000 სამთო მრეწველობასა და კარიერის დამუშავებასთან დაკავშირებული პროდუქტები
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 აგვისტო 2024 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა