ჩაბარების ვადა:

21 აგვისტო 2024, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23504 - აუქციონი ა4 ზომის თაბახის შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 15 აგვისტო 2024 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ა4 ზომის თაბახის შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები: 

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები(შემდგომში - ხელშეკრულება). 
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
  • გთხოვთ, ფასი  მიუთითოთ ლარებში  შესაბამისი პუნქტების  გასწვრივ მეასედებით, აგალითად: 0.05 (ოლი ლარი და5 თეთრი); 0.35 (ოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (თი ლარი); 1.45 (თი ლარი და 45 თეთრი) ა ა.შ.;

შენიშვნა:

ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;  * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით; 

ანგარიშწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); 
  • პრეტენდენტებმა თანდართულ ფაილში შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში“ (დანართი 1) უნდა მიუთითონ საქონლის ღირებულება;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია: 

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. 

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 21 აგვისტო, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
  • ფასის კლების ბიჯი: 3 000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო პირი:

თეონა ფიცხელაური
tpitskhelauri@bog.ge
577 524235

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 აგვისტო 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 3'000.00 ‎₾