
ჩაბარების ვადა:
29 მარტი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2353 - ტენდერი საწარმოო ტერიტორიიდან სახიფათო ნარჩენების გატანის, ტრანსპორტირებისა და საბოლოო განთავსებაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „RMG Gold” და “RMG Copper” აცხადებს ტენდერს საწარმოო ტერიტორიიდან სახიფათო ნარჩენების გატანის, ტრანსპორტირებისა და საბოლოო განთავსების მიზნით.
პროექტის განხორციელების ვადებია: 01.04.2017-01.04.2018
პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ნარჩენების მართვის სფეროში;
- ქიმიური ნაერთების განეიტრალების გამოცდილება;
- ძირითადი და დამხმარე პერსონალის/ექსპერტების მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში;
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ მასალებში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტებმა უნდა შეავსონ სატენდერო წინადადების ფორმა და ტექნიკურ დავალებაზე მიმაგრებულ უწყისში მიუთითონ ერთეულის ფასი. (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები);
- სატენდერო წინადადებასთან ერთად კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 5 წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია.
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი#3
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის მოგვმართეთ ელ.მისამართზე- LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
- კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 29.03.2017
ტენდერის კატეგორია:
- 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები